ჩინეთმა ოქროს იმპორტი შეზღუდა

ჩინეთმა ოქროს იმპორტი შეზღუდა

access_time2019-08-15 16:44:00

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ოქროს იმპორტი მკაცრად შეზღუდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მაისში მიიღო და მას შემდეგ ქვეყანაში ოქროს შედარებით მცირე რაოდენობა შედის. სახალხო რესპუბლიკაში მიაჩნიათ, რომ რეგულაცია ქვეყნიდან ამერიკული დოლარის გადინებას შეამცირებს და ეროვნულ ვალუტას გააძლიერებს.



Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩინეთში 300-დან 500 ტონამდე ნაკლები ოქრო შედის, რაც დაახლოებით 15-25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, 2019 წლის პირველ 6 თვეში სახალხო რესპუბლიკამ 575 ტონა ოქროს იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 883 ტონას შეადგენდა.



ჩინეთი ოქროს ყველაზე დიდი იმპორტიორია მსოფლიოში. მთავარი მიმწოდებლები კი შვეიცარია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკაა. ჩინეთის ოქროს მარაგი დაახლოებით 2000 ტონაა.



შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ჩინური იუანი ამერიკულ დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. შტატებმა სახალხო რესპუბლიკა ეროვნული ვალუტის მანიპულაციაშიც კი დაადანაშაულა.



bm.ge






თეგები:
ოქრო



ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...

მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს მთავრობა სესხის გადახდაში დაეხმარება

მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს მთავრობა სესხის გადახდაში დაეხმარება
access_time2020-04-08 18:00:07
საქართველოს მთავრობა სესხის მქონე მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს დაეხმარება. პროგრამა გავრცელდება ყველა იმ სასტუმროზე, რომელმაც სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე მშენებლობისთვის, გაფართოებისთვის, აღჭურვისთვის ან რემონტისთვის აიღო. პირველი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მთავრობა ლარში აღებული სესხის პროცენტის 80 პროცენტს გადაიხდის, ევროსა და დოლარში კი - 70 პროცენტს. მეწარმეს შეუძლია, ეს თანხა გამოიყენოს ბანკში აქამდე არსებული ვალდებულების...


მსგავსი სიახლეები

up