ჩინეთმა ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო - "საქართველოს სატრანსპორტო სისტემა პრაქტიკულად, სრულად იგნორირებულია“

ჩინეთმა ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო - "საქართველოს სატრანსპორტო სისტემა პრაქტიკულად, სრულად იგნორირებულია“

access_time2017-01-05 10:00:43

ჩინეთი ინგლისში სატვირთო გადაზიდვებს იწყებს. სატვირთო მატარებელი ჩინეთის ქალაქ იუდან გაემგზავრება და ის ლონდონში დაახლოებით ორ კვირაში ჩავა. სახმელეთო ტრანსპორტი 18 დღეში 7 ქვეყანას გაივლის. სარკინიგზო გადაზიდვები - ჩინეთის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსიის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის გავლით განხორციელდება.

 

აღნიშნული მარშრუტის სიგრძე 12 000 კილომეტრს შეადგენს. ლონდონი ევროპის მე-15 ქალაქია, სადაც ჩინეთიდან რეგულარული სატვირთო მატარებლები მოძრაობენ. 2016 წლის ნოემბერში ქალაქ იუდან - რიგაში საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა, რომელიც ლატვიის დედაქალაქში 18 დღეში ჩავიდა.

 

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჩინეთისთვის ე.წ. ახალი აბრეშუმის გზა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, საინტერესო აღარაა და პეკინმა ტვირთების ევროპაში მოსახვედრად სხვა მიმართულება აირჩია. აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო, საშუალოდ 40 დღე სჭირდებოდა. რუსეთის გავლით კი ეს დრო უკვე 18 დღემდე შემცირდა. 

 

„ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი" პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სისტემა სრულად იგნორირებულია. ცაგარეიშვილის განცხადებით, ჩინეთის One belt one road სქემა, სადაც 6 ძირითადი ეკონომიკური დერეფანია დატანილი, საქართველო მათ შორის საერთოდ არ არის.

 


„ლატვიის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის პრეზენტაციაში განხილული იქნა, ჩინეთის ინიციატივის One belt one road სქემა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ სქემაზე დატანილია 6 ძირითადი ეკონომიკური დერეფანი, რატომღაც ამ დერეფნებს შორის არ არის საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი. პრაქტიკულად, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა სრულად იგნორირებულია და არც განიხილება ამ დერეფნებს შორის.

 

საქართველო რომელიც ინტენსიურად აღრმავებს ჩინეთთან კავშირებს, ამასთან "საპარტნიორო ფონდი" აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რით არის განპირობებული, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვერ მოხვდა 6 პრიორიტეტულ ეკონომიკურ დერეფანს შორის?." - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ადგილმდებარეობას მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


„ჩვენი დერეფანი ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან ტერიტორიული თვალსაზრისით მისთვის რუსეთისა და ბელარუსიის მიმართულება მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ დერეფანს თავისი თვითნაკადის მიზიდულობის ზონა გააჩნია და რაც არ უნდა გავაკეთოთ ამ ზონას ვერ გავცდებით. საქართველოს მხარე სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკურად იმ შემთხვევაში იქნება მომგებიანი თუ რევერსიული ტვირთის გადაზიდვა მოხდება. ცალ მხარეს მიმართული ტვირთი არაა მომგებიანი." - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 



20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up