Financial Times-ის ცნობით, ჩინეთმა ბირთვული სიმძლავრის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო შემოუარა.
ტესტმა, რომელიც აგვისტოში ჩატარდა აჩვენა, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი იარაღის მიმართულებით მეტი პროგრესი განიცადა, ვიდრე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ იცოდნენ.
თუმცა, Financial Times-ის ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნეს ვერ მიაღწია და ტესტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი ასეთ იარაღს გამოიყენებს. გაზეთი წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ტესტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტაივანის გარშემო დაძაბულობა გაზარდა და ჩინეთმა კუნძულის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა. ამავდროულად, აშშ და რამდენიმე მოკავშირე საზღვაო წვრთნებს ახლომდებარე წყლებში ახორციელებენ.
წყარო: Bloomberg, "ბიზნესფორმულა"