ჩინეთის გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ მალევე Apple-მა ის აპლიკაცია წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციელების გადაადგილებასა და მათ მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაციას აწვდიდა.

ჩინეთის გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ მალევე Apple-მა ის აპლიკაცია წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციელების გადაადგილებასა და მათ მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაციას აწვდიდა.

access_time2019-10-10 22:30:59

ჩინეთის გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ მალევე Apple-მა ის აპლიკაცია წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციელების გადაადგილებასა და მათ მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაციას აწვდიდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ HKmap.live მათ წესებს არღვევდა.


Apple-ის განცხადებით, მათ ჰონგ-კონგის კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების კრიმინალურ ბიუროში გადაამოწმეს, რომ აპლიკაციას პოლიციელების სამიზნედ ამოღებისთვის იყენებდნენ. მათივე თქმით, ზოგი დამნაშავე აპლიკაციას ისეთ ადგილებშიც იყენებდა, სადაც იცოდნენ, რომ პოლიციელები არ იყვნენ. ეს კი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.


მართალია, Apple-მა აპლიკაცია წაშალა, თუმცა HKmap.live ვებგვერდზე და Google Play-ში კვლავ ხელმისაწვდომია.


HKmap.live აპლიკაციით ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების მიყოლა არის შესაძლებელი. ჰონგ-კონგის აქციებში უკვე მე-5 თვეა მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. პოლიცია ხშირად ძალადობრივად არბევს აქციას. 4 ოქტომბერს Apple-მა ეს მობილური აპლიკაცია თავისი აპლიკაციების სიაში შეიყვანა. მომხმარებლები ახალი ინციდენტების შესახებ მუდმივად წერენ და ინფორმაცია ახლდება, რითაც აქტივისტებს პოლიციისთვის თავის არიდება შეუძლიათ.


აპლიკაციის გამო ჩინეთის ერთერთმა მთავარმა სახელმწიფო მედიამ People's Daily კომპანია Apple ჰონგ-კონგელი მეამბოხეების დაცვაში და მხარდაჭერაში ამხილა. კომპანია ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების მაჩვენებელი აპლიკაციისა და ჰონგ-კონგის ახალი არაოფიციალური ჰიმნის დამატებისთვის გააკრიტიკეს და გააფრთხილეს, რომ კომპანიას ეს არეულობას მოუტანდა.


სახელმწიფო მედიაში თქვეს, რომ მომწამლავი აპლიკაციის გავრცელება ჩინელი ხალხის გრძნობებს ღალატობდა, აპლიკაციის მიღებით კი Apple პროტესტის თანამონაწილე ხდებოდა.


კომპანიისთვის Apple ჩინეთი ერთერთი მთავარი ბაზარი და მათი პროდუქტების წარმოებისმთავარი ადგილია. მისი პროდუქტების წარმოებაზე ჩინეთში 3 მილიონი სამუშაო ადგილი მოდის. გასულ კვარტალში კომპანიამ ჩინეთის სეგმენტში (რაც ჰონგ-კონგსა და ტაივანსაც მოიცავს) გაყიდვებიდან 9.61 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.


Apple პირველი კომპანია არ არის, რომელსაც ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების მხარდაჭერისთვის ჩინური მხარე აკრიტიკებს და ხშირ შემთხვევაში ბოიკოტსაც უცხადებს.



სიუველირო კომპანიამ Tiffany & Co გამოაქვეყნა რეკლამა, სადაც მოდელს ცალ თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული. ჩინეთში ეს ჰონგ-კონგის აქციების მხარდამჭერ აქტად აღიქვეს და კომპანია გააკრიტიკეს. Tiffany & Co-ში განაცხადეს, რომ სურათს ჰონგ-კონგის აქციებთან საერთო არ ჰქონდა.


ასევე ამერიკელმა საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა დარილ მორიმ ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შემდეგ მისი გუნდის the Houston Rockets თამაშები ჩინეთის სატელევიზიო სივრციდან აკრძალეს, ჩინელმა სპონსორებმა კი გუნდის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. NBA-მ მორის კომენტარის გამო ოფიციალური ბოდიში მოიხადა. The Houston Rockets-ის ერთერთმა კალათბურთელმა ჯეიმს ჰარდენმა თქვა - ბოდიშს ვიხდით. ჩვენ გვიყვარს ჩინეთი.


კომედიური ჟანრის ამერიკულმა სატელევიზიო შოუმ South Park-მაც ერთერთი ეპიზოდი ბანდა ჩინეთში ქვეყნის შიდა პოლიტიკას მიუძღვნა. ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ შოუ ჩინეთში აკრძალეს, კომედიური შოუს შემქმნელებმა კი, NBA-სგან განსხვავებით, ჩინეთს ყალბი ბოდიში მოუხადეს.

ჰონგ-კონგში ჩინეთს მსგავსი აკრძალვების დაწესებისთვის დიდ ბავშვს ადარებენ. ჰონგ-კონგში ჩინეთის საპირისპიროდ მომიტინგეები ბოიკოტს უცხადებენ კონტინენტური ჩინეთის ბანკებსა და ბიზნესებს.

რა ხდება ჰონგ-კონგში?


ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება.


ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.


4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.


ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.


თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. 5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც არეულობის, შეწყვეტა.


ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ არეულობაში მომიტინგეთა ქმედებებს ტერორისტული აქტები უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.


26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის სამხრეთის კარიბჭის პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.


1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა ერთი ქვეყნა, ორი სისტემის პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.


ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.


ტაბულა



თეგები:
Apple



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up