ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში 2.6-ჯერ გაიზარდა

ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში 2.6-ჯერ გაიზარდა

access_time2020-12-27 10:00:16

11 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.6%-ით $10.202 მლრდ-მდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით $1.489 მლრდ-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


იანვარ ნოემბერში ექსპორტი 11.3%-ით $3.402 მლრდ-დან $3.016 მლრდ-მდე შემცირდა. ტოპ 10 საექსპორტო პარტნიორიდან კლება 7 სახელმწიფოში აღინიშნება.



ჩინეთი გამონაკლისი აღმოჩნდა, სადაც პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ექსპორტი 131%-ით $193 მლნ-დან - $446 მლნ-მდე გაიზარდა, რამაც საერთო ჯამში ექსპორტის ვარდნის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა. ჩინეთთან ნულოვანი ზრდის პირობებში ექსპორტი არა 11.3, არამედ 18.8 პროცენტით იქნებოდა შემცირებული. თუ გასულ წელს ჩინეთი ექსპორტით მე-6 ადგილზე იმყოფებოდა და 5.7%-იანი წილი ეკავა, წელს მან 14.8%-იანი წილით პირველ ადგილზე გადმოინაცვლა. ასეთ ზრდაში ლომის წილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს მიუძღვით. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჩინეთში ექსპორტზე $148 მლნ-ის სპილენძი გავიდა, წელს - $370 მლნ-ის. ძვირფასი ლითონების ექსპორტი კი $1 მმლნ-დან 36 მლნ-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ღვინოს ის პირიქით, $17 მლნ-დან $12 მლნ-მდე შემცირდა. თავად სპილენძის მადნები რეექსპორტს წარმოადგენს, 9.3%-იანი კლების მიუხედავად $494 მლნ-ით იმპორტში მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.




ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა, რამაც ჩინეთში ქართული ექსპორტი გააიაფა, თუმცა პირველი 2 წელი მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.



ჩინეთისგან განხვავებით 11.7%-ით $400 მლნ-მდე შემცირდა ექსპორტი სომხეთში, რუსეთში კიდევ უფრო მეტით 12.7%-ით, $396 მლნ-მდე, ხოლო უკრაინაში 16.9%-ით $190 მლნ-მდე, თუმცა ყველაზე დიდი - 56%-იანი ვარდნა სომხეთში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტის მოცულობა $371 მლნ-დან $164 მლნ-მდე შემცირდა.



ჩინეთის გარდა ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ასევე ბულგარეთში + 10.3% - $283 მლნ-მდე, შვეიცარიაში + 26% - $94 მლნ-მცდე და ესპანეთში + 86% - $83 მლნ-მდე.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up