ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის უმსხვილესი კორპორაცია შანხაიში ქართული პროდუქტების  იმპორტის მხარდაჭერას  „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით გეგმავს

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის უმსხვილესი კორპორაცია შანხაიში ქართული პროდუქტების იმპორტის მხარდაჭერას „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით გეგმავს

access_time2019-09-27 17:15:19

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას კორპორაციის პრეზიდენტი დევიდ ხუა ხელმძღვანელობს.
ჩინურ კორპორაცია „DLG International Trade Group“-ს წელიწადში 15 მლრდ-ზე მეტი მოცულობის ბრუნვა აქვს და ექსპორტის მომსახურების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანის რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა და „საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ქართული ნატურალური პროდუქტების შანხაისა და ნანძინში იმპორტის ხელშეწყობას გეგმავს. ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია ფონდის ჩართულობით ქართველ მეწარმეებს ამა წლის ნოემბერში დაგეგმილი ჩინეთის ყოველწლიურ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე იწვევს.


„დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი შანხაის ბაზარზე. ჩვენ ქართული პროდუქტის გაყიდვების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რასაც ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ასევე, შანხაისა და ნინძინში გრძელვდიანი საგამოფენო სივრცეების ათვისებაც შეუწყობს ხელს“, განაცხადა ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ის პრეზიდენტმა დევიდ ხუამ.


ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ისა და Donaghao Lansheng Group-ის წარმომადგენლებმა მიიღეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ფონდში მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული „თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების“ ხელშეკრულების ფარგლებში, გააქტიურების შესახებ იმსჯელეს.



„საპარტნიორო ფონდი მზად არის, ქართულ კომპანიებს ჩინეთის უდიდესი ბაზრის ათვისებასა და ქართული ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაში დაუჭიროს მხარი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, განაცხადა ფონდში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.


(R) 




„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერას წერილი, რომელიც „მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...


მსგავსი სიახლეები

up