კოპენჰაგენში ჩინეთის საელჩო კორონავირუსის შესახებ დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში დაბეჭდილი კარიკატურის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ დანიური გამოცემა Politiken-ი ავრცელებს.
კარიკატურა Jyllands-Posten-ში 27 იანვარს გამოქვეყნდა. მასზე გამოსახულია ჩინეთის დროშა, რომელზეც ვარსკვლავების ნაცვლად ვირუსული ნაწილაკებია დახატული. ჩინეთის საელჩოს აზრით, კარიკატურა „სიტყვის თავისუფლების ეთიკური საზღვრებს გასცდა“, „შეურაცხჰყოფს ჩინეთს და ჩინელი ხალხის გრძნობებს“.
კარიკატურის ავტორი მხატვარი ნილს ბო ბოისენია, რომელიც მომხდარზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. გამოცემის რედაქტორის, იაკობ ნიბროს თქმით, მას ან რედაქციის რომელიმე თანამშრომელს ჩინეთის შეურაცხყოფა არ სურდა, მაგრამ კარიკატურაზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
„ამ ნახატში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ის კარგად ასახავს იმას, რაც ახლა მსოფლიოში ხდება“, - აცხადებს იაკობ ნიბრო.
imedinews.ge