ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება

ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება

access_time2016-08-08 15:55:55

 

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდ. პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი

 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი.

 

ქართული ღვინის სახლიქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანიასუოლუნისერთობლივი პროექტიაპირველიქართული ღვინის სახლი“  2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს  და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია.

 

მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.


 

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელთანაც ჩინეთს გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცა ჩინეთის ინტერესის არეალში. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა და მსხვილი ბაზარი,  ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრით, არამედ მისი მეშვეობით გავიდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც," - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი განუწყვეტლივ იზრდება და 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, 66-პროცენტიან ზრდას მიაღწია. შედეგად, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთმა, 9-პროცენტიანი წილით მთლიან ექსპორტში, მეორე ადგილი დაიკავა.

 

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტისდა „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

 

ამავე ვიზიტის ფარგლებში შედგა მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (სინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით  „ქართული ღვინის ზაფხული.“  

 

“ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მრავალი აქტივობებია განხორციელებული და დაგეგმილი. 5 წლიან პერსპექტივაში    ჩვენ, ექსპერტებთან  ერთად განვიხილავდით ჩინეთში იმპორტის 1%-ის დაკავებას, თუმცა 4 წლის აქტივობის შედეგად უკვე 1,5%-ია. 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემით, ჩინეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო. საქართველოსთვის  მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ   ღვინო  ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია  ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,” - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი. 

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, „ ქართული ღვინის სახლების დაარსების პროექტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინური კომპანია „სუოლუნ“-ის ხელმძღვანელი შიაოჯუნ იი ჩვენი პალატის წარმომადგენელი გახდა. გასულ წელს ჩვენი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ იუში სპეციალური საბაჟო საწყობი გავხსენით, რომელიც ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტის მყიდველს დამატებით კომფორტს უქმნის. გარდა ამისა, საწყობის არსებობა ფალსიფიცირების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენი წარმომადგენელი ჩინეთში აქტიურად არის დაინტერესებული ქართული ღვინის პოპულარიზაციით და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს,“  - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში    50-მდე ღვინის სახლის გახსნა  და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ჩინეთში გატანა  იგეგმება. უახლოეს მომავალში, ქართული ღვინის მსგავსად, ჩინეთში ექსპორტზე „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW)  მიერ წარმოებული საკონსერვო პროდუქციაც (ხილფაფები, კომპოტები, ფელამუში და სხვ.) გავა.  

 

 „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, დავით ებრალიძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანა გეგმება„ამ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანიამადლობაკონტრაქტული წარმოების პრინციპით ღვინოს 4 ქარხანაში ამზადებს - მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გიუაანიდადუგლაძეების ღვინის კომპანია,“ - აცხადებს დავით ებრალიძე

 

 

კომპანიასუოლუნსსაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთში შიაოჯუნ იი ხელმძღვანელობს. ის აქტიურად მუშაობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. “ქართული ღვინის სახლიამ პროცესის მხოლოდ ნაწილია.შიაოჯუნ იი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო და გაეცნოს 8000 წლიან ღვინის კულტურას. მისი თქმით, უახლოეს ხანში იგეგმება საქართველოში მხატვრული ფილმის გადაღება, რომელშიც ჩინეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტიგადაიღე საქართველოშიპროგრამით ისარგებლებს და მისი ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარია

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up