ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ქვეყანა ინფექციის მე-2 ტალღის განვითარების რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ CNN-ი სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იუწყება.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, სიმ აღნიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაზე მიმდინარე წნეხის ფონზე არასტაბილური და გაურკვეველი ფაქტორები იზრდება.
პრეზიდენტმა ხელისუფლების წევრებს ინფიცირების შემოტანილი შემთხვევების ზედმიწევნით კონტროლისკენ მოუწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge