ჩინეთის მთავრობის მრჩეველი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ჩინეთის მთავრობის მრჩეველი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

access_time2020-05-17 15:15:25

ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ჩჟუნ ნანშანი უხანის ხელმძღვანელობას კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე სიმართლის თქმა არ სურდა.

ჩჟუნ ნანშანის განცხადებით, საეჭვო იყო ფაქტი, რომ 10 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები 41-ზე რჩებოდა.

„საწყის ეტაპზე ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ და შემდეგ მე ვთქვი, რომ შესაძლოა, ჩვენ გვყავს უფრო დიდი რაოდენობის ინფიცირებული. მე არ დავიჯერე ეს შედეგები. ისევ ვეკითხებოდი შედეგებზე. ვფიქრობ, რომ მათ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის ხალისი არ ჰქონდათ“, – თქვა ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა.

საწყისი აფეთქების გამოკვლევის მიზნით, ჩჟუნ ნანშანი უხანში 18 იანვარს ჩავიდა. ჩინეთის მთავრობის მრჩევლის თქმით, უხანში ჩასვლისას მიიღო ბევრი ზარი ექიმებისგან და ყოფილი სტუდენტებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ სიტუაცია იყო ბევრად რთული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში იყო მოცემული.


20 იანვარს ჩჟუნ ნანშანმა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, „სისიტივის“ ეთერში თქვა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. 20 იანვარსვე ნანშანმა განაცხადა, რომ უხანში უკვე 198 დადასტურებული შემთხვევა, სამი გარდაცვლილი და 13 ინფიცირებული ექიმი იყო. ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან შეხვედრაზე მთავრობის მრჩეველმა უხანის ჩაკეტვის რეკომენდაცია გასცა. ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ უხანი 23 იანვარს ჩაკეტა.

ამასთან, ჩინელი ეპიდემიოლოგი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.


1tv

თეგები:
ჩინეთი



არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up