ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

access_time2020-01-28 20:20:26

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა.


„ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა პატრიკ მურხედმა.


თითქმის ყველა iPhone-ი ჩინეთში ჩენჭოუსა და შანხაის მიმდებარე ტერიტორიებზე იწარმოება.  ორივე წარმოება ქალაქ უხანიდან 500 კილომეტრში მდებარეობს, სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი კორონავირუსი.



სააგენტო იუწყება რომ Apple-ი, როგორც წესი ახალი ფლაგმანური მოდელების წარმოებას სექტემბერში იწყებს,  ამიტომაც მათ  გეგმებზე ვირუსი ნაკლებად მოახდენს გავლენას, მაგრამ თებერვალში კომპანია ახალი, იაფი iPhone-ის წარმოებას იწყებს და ეს გეგმები ნამდვილად  ჩაშლის პირასაა.


Apple-ის ჩინეთის საწარმოში სულ 10 000 თანამშრომელია. თუმცა  Ipad-ის,  Iphone-ის და Apple Watch-ის წარმოებაში რამდენიმე მილიონი ადამიანია ჩართული. ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა მიმოსვლებზე და უხანის მთელი ქალაქი იზოლაციაში მოაქცია,  რომლის მოსახლეობა 11 მილიონ ადამიანს შეადგენს.


Apple-ი საკითხზე არ საუბრობს, თუმცა Bloomberg-ის  წყაროს ინფორმაციით Apple-ი  მსგავსი ექსტრემალური სიტუაციებისთვის მზადაა. 2011 წელს იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ Apple-მა მოითხოვა,  რომ ძირითადი კომპონენტები ორი სხვადასხვა მომწოდებელი ქვეყნის მიერ მზადდებოდეს და გეოგრაფიულად დაშორებული იყოს ერთმანეთისგან.


forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up