ჩინეთის კომპარტიის ახალი მიზანი - მსოფლიო ლიდერობა

ჩინეთის კომპარტიის ახალი მიზანი - მსოფლიო ლიდერობა

access_time2021-03-22 20:00:17

პეკინში ე.წ. „ორი სესიის“  - სახალხო წარმომადგენელთა კრების და პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სხდომა დასრულდა.

 

ამ ღონისძიებების დროს ჩინეთის კომპარტიამ ახალი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

 

ამჯერად, გეგმის თანახმად 2021-2025 წლებში საფუძველი ორი ძირითადი გრძელვადიანი მიზნის რეალიზებას უნდა ჩაეყაროს - 2025 წლისთვის მშპ-ს გაორმაგებას და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნის სტატუსის მიღწევას.

 

ჩინეთის კომპარტიის მთავარი მოვლენა რთულ პირობებში ჩატარდა, თუმცა, პეკინს თავის მოწონებისთვის ბევრი მიზეზი აქვს - პირველი რიგში ის, რომ პანდემიის და საყოველთაო ვარდნის პერიოდში ჩინეთი ერთად-ერთი ქვეყანა იქნება, რომლის ეკონომიკა, მინიმალურად, 2,3%-ით, მაგრამ მაინც გაიზარდა.

 

მეორე ისაა, რომ სესიების ჩატარებამდე მცირე ხნით ადრე ჩინეთის მთავრობამ 2021 წლის იანვარში დაწყებული კორონავირუსის მეორე ტალღა სწრაფად და ეფექტურად შეაჩერა. ეს ადვილი ამოცანა არ იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თებერვალში ჩინეთში ქვეყნის მთავარი დღესასწაული, მთვარის კალენდარით ახალი წელი აღინიშნება.

 

სტრატეგიაში საუბარია არა მხოლოდ შორს მიმავალ, არამედ უახლოეს გეგმებზეც. კერძოდ, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი „6%-ზე მეტად“ არის განსაზღვრული, რაც რთული არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს.

 

გეგმის თანახმად, უახლოეს წლებში უმუშევრობა 5,5%-ზე დაბალი იქნება და მხოლოდ 2021 წელს 9 მლნ. სამუშაო ადგილი შეიქმნება.


 

სტრატეგიაში ასევე ახალი პრიორიტეტი გაჩნდა, ქალაქების მოსახლეობის ზრდა დღევანდელი 60%-დან 65%-მდე. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ 5 წლის მანძილზე ყოველწლიურად 10 მლნ. ჩინელი სოფლებიდან ქალაქებში უნდა გადასახლდეს.

 

ეს სერიოზულ ადმინისტრაციული სირთულეებთანაა დაკავშირებული. ჩინეთში ჩაწერის ინსტიტუტი მოქმედებს, რომელიც სოფლის მოსახლეობის უფლებებს ქალაქებში მკვეთრად ზღუდავს. მათ დახურული აქვთ წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სახელმწიფო მომსახურეობასთან, შესაბამისად, სოფლელების დიდი ნაწილი ქალაქებში არალეგალურად ცხოვრობს. კომპარტია ამ წესის გადახედვასაც აპირებს, დღეს არსებული ზღვარი ქალაქის და სოფლის მოსახლეობის სტატუსს და უფლებებს შორის წაიშლება.

 

 

მე-14-ე ხუთწლედის კიდევ ერთი პრიორიტეტია ინოვაციების განვითარება. კომპარტია მაღალ ტექნოლოგიებში სახელმწიფო ინვესტიციების წელიწადში 7%-ით გაზრდას გეგმავს - ეს მშპ-ს 2,2% იქნება. შედარებისთვის აშშ-ს სახელმწიფო ინვესტიციები ამ სექტორში მშპ-ს 2,7%, ხოლო სამხრეთ კორეაში, 4,5%-ს შეადგენს.

 

ოფიციალური პეკინის გათვლებით ქვეყნის მშპ-ში ციფრული ეკონომიკის წვლილი 2025 წლისთვის დღევანდელი 7,8%-დან 10%-მდე გაიზრდება.

 

განსაკუთრებით დიდი ყურადღება  მიკროჩიპების და ნახევარგამტარების წარმოებას მიექცევა. ამ დარგებში ჩინეთი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია შტატებზე. ადრე  ჩინელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ დღეს, როდესაც ურთიერთობები ამერიკასთან გაუარესდა, დამოკიდებულება ამ საკითხისადმი შეიცვალა.

 

მაღალი ტექნოლოგიების განვითარება ჩინეთისთვის პრინციპული საკითხია. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მსოფლიო ლიდერობის აღდგენას გეგმავს, ეს კი შტატებს და ჩინეთს შორის IT-სექტორში კონკურენციის გამკაცრებას ნიშნავს.

 

ბრძოლა ძალიან სერიოზული და დაუნდობელი იქნება. ამერიკა მაღალ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერობას კარგავს და ამ დარგში ჩინეთის სწრაფი ზრდის შეჩერება ადვილი არ იქნება.  ჩინეთი ცდილობს მაღალ ტექნოლოგიებში ლიდერის პოზიციის დაკავებას, რაც, დღევანდელ ციფრული ეპოქის ფონზე, ფაქტიურად, მსოფლიო ლიდერობის ტოლფასია.


ამიტომაც პეკინის ახალი გეგმა ვაშინგტონში, როგორც ამერიკის გლობალური ლიდერობისთვის მთავარ გამოწვევად ფასდება.



haqqin.az


თეგები:
ჩინეთის



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up