ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი შრომის ინსპექციამ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს განხორციელდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის განმეორებით შემოწმება. შედეგად დადგინდა, რომ არ შესრულდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6-ე და მე-5-ე მუხლი. კომპანიამ დაარღვია საქართველოს მთავრობის დადგენილება № 477, სიმაღლეზე მუშაობის, უსაფრთხოების მოთხოვნის შესახებ. ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილება № 429 ამწე მოწყობილობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი შრომის ინსპექციამ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 6 000 ლარით დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ ოქმის შედგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ჟან იუნვუს ეცნობა, თუმცა მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა და უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. ოქმის ჩაუბარებლობის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.