ჩინეთის გარდა კორონავირუსი მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჩინეთის გარდა კორონავირუსი მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა

access_time2020-02-24 19:05:30

იტალიაში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია 88 წლის მამაკაცი, რომელიც ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 219-ს შეადგენს. ეს ციფრი აერთიანებს დაღუპულებს და იმ ადამიანებს, ვინც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო ზომები მიიღო. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში 10 პატარა ქალაქი იზოლირებულია. მთავრობამ 50 000 ადამიანს სახლებში დარჩენის რეკომენდაცია მისცა.

 

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ერაყშიც. მანამდე ახალი ტიპის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

 

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს სცდება. დაღუპულია 2600-ზემეტი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი.

 

ჩინეთის გარდა, კორონავირუსი სახელწოდებით „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 20 ადამიანი.

 

1tv





EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება
access_time2020-04-06 15:38:38
დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ამავე დოკუმენტის თანახმად,...

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს
access_time2020-04-06 15:30:33
კომპანია “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ონვეი ოპერირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურების სფეროში და ემსახურება არაერთ წარმატებულ ქართულ ინტერნეტ მაღაზიას. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა ჯგუფი - “Voice of Ecommerce” , რათა გავერთიანდეთ E-commerce სფეროს ჯაჭვის ყველა რგოლი ერთი მიზნისთვის -...

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს
access_time2020-04-06 16:00:44
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საპენსიო სააგენტოში თანხების ჩარიცხვის დროებით შეჩერებას ითხოვს.ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე „კომერსანთან“ განმარტავს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძრაობაც ახლა კერძო სექტორშია საჭირო.  მიხეილ ჭელიძის თქმით, სახელმწიფომ ფული იმ  სექტორისკენ უნდა მიმართოს, რომელსაც  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.     „საპენსიო...

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება
access_time2020-04-06 14:45:52
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში...


მსგავსი სიახლეები

up