ჩინეთის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშე

ჩინეთის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშე

access_time2020-03-05 20:00:11

ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა. ვირუსმა დამანგრეველი გავლენა იქონია ჩინეთზე, რის გამოც შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა პირველად 1970-იანი წლების შემდეგ შემცირდეს.


თებერვლის თვეში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად დაეცა, ვინაიდან კომპანიები შეფერხებით მუშაობდნენ, ბევრი ქარხანა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე კვირით დაიხურა.ჩინურმა მედიაჯგუფმა Caixin-მა განაცხადა, რომ საქმიანი აქტივობის ინდექსი სექტორში 26.5-მდე შემცირდა თებერვალში, მაშინ როდესაც წინა თვეს 51.8 იყო. თებერვლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2005 წლის შემდეგ.


მძიმე თვე ჰქონდათ ჩინეთში მოქმედ ქარხნებსაც, რომელთა ნაწილსაც თებერვალში მოუწიათ დახურვის გახანგრძლივება ვირუსის გამო, ასევე მათზე უარყოფითად აისახა სამოგზაურო შეზღუდვებიც.


„ვირუსის ეპიდემიამ მთავრობა რთულ ვითარებაში ჩააგდო. ერთი მხრივ დახურვის პოლიტიკა ყველაზე ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მეორე მხრივ კი ჯანდაცვის ზომები ხელს უშლის ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა ეკონომისტმა რეიმონდ იუნგმა.



მძიმე ეკონომიკური სურათის ნათელი მაგალითია დიდი კომპანიების ზარალიც. მსოფლიოში უდიდესმა ლუდის მწარმოებელმა ABInBev-მა განაცხადა, რომ გასულ თვეებში 285 მლნ დოლარი დაკარგა. iPhone-ის მწარმოებელმა Foxconn-მა კი განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე არ ელოდებიან წარმოების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. მსგავსი ფაქტორები ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე კვარტალში ხელს უშლის. ამიტომაც ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა ისტორიული ეკონომიკური დაღმასვლის წინაშეა.


ეკონომისტ ლარი ჰუს მოსაზრებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4%-ზე ნაკლები იქნება მიმდინარე კვარტალში, მაშინ როდესაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში ზრდამ 6%-ი შეადგინა.„შესაძლოა მთავრობამ ნეგატიური ზრდის შესახებაც განაცხადოს პირველ კვარტალში, რაც პირველი შემთხვევა იქნება კულტურული რევოლუციის შემდეგ“, - განაცხადა ჩინელმა ეკონომისტმა. 


ჩინეთის ეკონომიკა შემცირდა 1976 წელს 1,6% ნიშნულით, როდესაც კომუნისტური პარტიის ლიდერი მაო ძედუნის სიკვდილს პოლიტიკური და სოციალური არეულობა მოჰყვა ქვეყანაში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა აღმასვლას და ზრდას განაგრძობდა წლიურად საშუალოდ 9.4%-ით 1978-დან 2018 წლამდე. ამ პერიოდში ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების სერიები განხორციელდა.


ეკონომისტ ლარი ჰუს თქმით, ჩინეთმა შესაძლოა, ამჯერადაც გარკვეული ზომები მიიღოს ეკონომიკის დასახმარებლად, თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ პეკინი მსხვილი მასტიმულირებელი პაკეტის შესახებ განაცხადებს.


CNN

forbes.ge


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up