„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

access_time2019-11-12 12:00:23

„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ასე აშკარად იზრდება ღვინის ექსპორტი და მათგან დაინტერესებაც მზარდია, სრულიად რეალურია ტურიზმის განვითარებაც. თუმცა, იმ ბაზრებზე, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს უფრო მეტი ვიზიტორი, მათ შორის ჩინეთიდან, ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს და უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ ჩინური ტურისტული სააგენტოს Ctrip-ის საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნეს-გეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.


შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან).



თუმცა, მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას მართალია უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს ჩინეთიდან ტურისტის მოსაზიდად, მაგრამ ამისთვის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გააქტიურება აუცილებელია.


„ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს და სავსებით რეალურია, თუმცა ქვეყანას რიგი ღონისძიებების გატარება მოუწევს, მათ შორის მარკეტინგული კუთხით, თუმცა გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის უნდა გააქტიურდეს პირდაპირი ფრენები “, - აღნიშნავს მაია სიდამონიძე.


ნინო თამაზაშვილი





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up