ჩინეთი უნდა ჩაერთოს ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში - ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან

ჩინეთი უნდა ჩაერთოს ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში - ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან

access_time2019-08-18 20:00:57

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაადასტურა კონსორციუმიდან ამერიკული ჯგუფის „კონტის“ გასვლა, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი აქციონერი იყო.

კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შემდეგ დამფუძნებლობიდან გასულმა და ახლა აქციონერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა - „ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება“.

ვიცით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ კონსორციუმის ხელმძღვანელობიდან გასვლის შემდეგ მთავრობის მცდელობით კონსორციუმის ხელმძღვანელობაში აღმოჩდა საკმაოდ ავტორიტეტული ხალხი, მათ შორის ამერიკელი ბიზნესმენები ასევე საკმაოდ საინტერესო წარსულით.

თქვენ როგორ შეაფასებდით ანაკლიის პროექტიდან ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას და იმ ცვლილებებს, რომელიც კონსორციუმის ხელმძღვანელობაში განხორციელდა?

- ანაკლიის პროექტის მენეჯმენტში ჩახედული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის რაც ამ პროექტის მიმართ ხდება, გაზვიადებულად მეჩვენება. მხედველობაში მაქვს მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა რუსებს უნდათ.

რუსებს რომ ანაკლიის პროექტი აწუხებდეთ, ამაზე თუ რუსი პოლიტიკოსები არ ისაუბრებდნენ, რუსი პოლიტოლოგებისგან სადმე მაინც გავიგებდით რამეს. ანაკლიის პროექტზე რუსულ მედიაში საერთოდ არაფერი ისმის. ამიტომ არ მჯერა, რომ თუ რუსებს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა უნდათ, ისინი მის ჩაშლას ჩუმად აპირებენ.

ამიტომ ვამბობ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რუსულ თემაზე საუბარი გაზვიადებულად მიმაჩნია. ასევე გაზვიადებულია საუბრები იმაზე, რომ თურმე ანაკლიის პორტი ამერიკული სამხედრო გემებისთვის შენდება. ანაკლიის პროექტი კომერციული პროექტია.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რუსულ თემაზე საუბარი გაზვიადებულად მიმაჩნია. ასევე გაზვიადებულია საუბრები იმაზე, რომ თურმე ანაკლიის პორტი ამერიკული სამხედრო გემებისთვის შენდება. ანაკლიის პროექტი კომერციული პროექტია

რატომაა მუდმივად მის ჩაშლაზე საუბრები არ ვიცი. როგორც ჩანს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, რასაც შესაძლოა ეს პროექტი შეეწიროს ან მისი მშენებლობა გადავადდეს მაინც. ესაა ის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება

ზოგი ცდილობს ამ პროექტზე ხმაურით აჟიოტაჟი ააგოროს. არადა, ფაქტია, რომ ამ პროექტისთვის ფული ჯერ-ჯერობით ნაშოვნი არაა. თუ ერთი ამერიკელები გავიდნენ და სხვა ამერიკელები არ შემოვიდნენ, ეს თავისთავად კარგი სიგნალი ვერ იქნება.

თუ ერთი ამერიკელები გავიდნენ და სხვა ამერიკელები არ შემოვიდნენ, ეს თავის თავად კარგი სიგნალი ვერ იქნება

ვიმეორებ, რა ხდება კონსორციუმის მენეჯმენტში არ ვიცი. ეკონომისტი არ ვარ, შესაბამისად, მიჭირს ამ პროექტის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება. ამ თემაზე კვალიფიციური ხალხის აზრს ვენდობი.

- თავიდან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. თუ უსაფრთხოებას არ უკავშირდება, საერთოდ გაუგებარია რატომაა პრობლემატური მისი რეალიზაცია?

- საუბარია იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და იგი ყველასთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება, ვისაც სჭირდება სატრანზიტო გზების გამოყენება.

ანაკლიის პორტს ისეთივე ფუნქციის შესრულება შეუძლია, როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა შეასრულა.

ანაკლიის პორტს ისეთივე ფუნქციის შესრულება შეუძლია, როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა შეასრულა

მხედველობაში მაქვს ის, რომ ნავთობის დიდი მოცულობით ტრანზიტმა საქართველო გახადა უფრო დაცული.

- ჩვენ გვახსოვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს საკმაოდ ხმამაღალი და ხმაურიანი განცხადება. მხედველობაში მაქვს ის, რომ პომპეომ გვირჩია ამ პროექტში მონაწილეობა არ მიეღოთ არც ჩინელებს და არც რუსებს. არადა, ანაკლიის პროექტი თავიდან ჩინურ ტვირთებზე იყო გათვლილი...

- ვინაიდან ეკონომიკურ და მით უმეტეს სატრანზიტო საკითხებში საფუძვლიანად გარკვეული არ ვარ, ამ თემებზე მიჭირს მსჯელობა. რა თქმა უნდა, თუ სატრანზიტო ფუნქციის შესრულება გვინდა, ბუნებრივია, რომ ჩინური ტვირთები ძალიან მნიშვნელოვანია.

მოდით, მაინც ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, იქნებ ჩადონ ამ პროექტში ფული ამერიკელებმა

თუ ამერიკელებს უნდათ, რომ ანაკლიის პროექტში ჩინელებმა არ ჩადონ თავისი ფული, მაშინ რა უშლით ხელს თავად ჩადონ? მოდით, მაინც ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, იქნებ ჩადონ ამ პროექტში ფული ამერიკელებმა.

- ამ თემაზე ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ბატონმა მიხეილ უკლებამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოხდება გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების სტრატეგიების და მათივე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების შეთავსება“.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ამ თემაზე ფაქტების მოხმობისას ასეთ კითხვა ლოგიკურად ჩნდება - გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების სტრატეგიებისა და გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით შავ ზღვაზე რამდენად თავსებადია მათი ინტერესები?

- პრინციპში, მე მგონი ჩვენ ეს შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, თუ ჩვენ ვიქნებით დიდი ტვირთების ერთ-ერთი გამტარი, სატრანზიტო ხაზი, ამით არაფერი დაშავდება.

მგონი, ბატონი მიხეილ უკლება იმას გულისხმობდა, რომ ამ პროცესში შესაძლოა ერთმანეთს დაეჯახოს ამერიკული და ჩინური ინტერესები და ფინანსები. ბუნებრივია, ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ანაკლიის პროექტში ამერიკული და ჩინური ფინანსები მოვიზიდოთ.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ანაკლიის პროექტში ამერიკული და ჩინური ფინანსები მოვიზიდოთ

ჩემი აზრით, არა მარტო ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ამერიკაზე არანაკლებს აკეთებს ჩინეთი. რუსეთი აშშ-ს უპირისპირდება, მაგრამ ჩინეთს არ უპირისპირდება. ასე რომ, ანაკლიის პროექტში ჩინური კაპიტალის მონაწილეობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის დამატებითი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

- გასაგებია, მაგრამ შექმნილ ვითარებაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ანაკლიის პროექტში ჩინეთიც ჩაერთოს?

- ვერ გეტყვით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მე ვრეაგირებ მხოლოდ იმ თემებზე, რომელიც ჩემი აზრით, გაზვიადებულია.

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტი არარეალისტური ლეგენდებითა და შეთქმულებებით შეიმოსა, თუ რას ვგულისხმობ, უკვე ვისაუბრე.

წესით, ჩინეთი უნდა ჩაერთოს ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში

რაც შეხება მენეჯმეტის პრობლემებს, ამ თემაზე მიჭირს იმაზე საუბარი, რაც არ ვიცი.

ჩემი აზრით, წესით, ჩინეთი უნდა ჩაერთოს ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში.

- საშინაო პოლიტიკაშიც მიმდინარე პროცესებზეც მინდა გკითხოთ. 20 ივნისის შემდეგ საკმაოდ დაჩქარებულადაც კი განვითარდა პროცესები საშინაო პოლიტიკაში და ბევრი რამაც მოხდა. თქვენ როგორ შეაფასებდით 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?


- რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გამოვყო. პირველი, - გამოჩნდა, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობები გარკვეულწილად დათბა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა, და უპირველესად ახალგაზრდა თაობა შეეგუება ოკუპაციას. ამით აიხსნება ამაზე მოსკოვის მყისიერი რეაქცია, - სანქციების დაწესებას ვგულისხმობ.

მეორე - როგორც მოსალოდნელი იყო პროტესტი რუსთაველზე საბოლოო ჯამში ნელ-ნელა მინელდა. რაც ახლა ხდება, ამას პროტესტი არც ჰქვია. პროტესტის მინელება გასაკვირი არ იყო, რადგან პროცესები სწორედ ასე რომ განვითარდებოდა თავიდანვე ცხადი იყო, რადგან აქციის ორგანიზატორებმა თავიდანვე თქვეს უარი მასში პოლიტიკოსების მონაწილეობაზე.

სამწუხაროდ, ბევრს აქვს ილუზია, რომ თუ პოლიტიკოსებს არ გაიკარებენ, თავად შეძლებენ მთავრობის დამარცხებას. მთავრობის დამარცხება ასე მარტივი არაა. ეს რომ ასეა, რუსთაველზე დაწყებულმა აქციებმაც კარგად დაგვანახა.

ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლება საკმაოდ გაათამამა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მას ხელ-ფეხი გაეხსნა მთლიანად. ამას ასევე შეუწყო ხელი იმან, რომ 20 ივნისის მოვლენებზე დასავლეთის მხრიდან რეაგირება საკმაოდ თავშეკავებული იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლება საკმაოდ გაათამამა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მას ხელ-ფეხი გაეხსნა მთლიანად. ამას ასევე შეუწყო ხელი იმან, რომ 20 ივნისის მოვლენებზე დასავლეთის მხრიდან რეაგირება საკმაოდ თავშეკავებული იყო

ჩემი აზრით, მოვლენები ასე იმიტომაც განვითარდა, რომ საქართველოსთვის არ სცალიათ. ბოლო პერიოდში საგარეო ასპარეზზე ჩვენი აქტიურობაც საკმაოდ დაბალია.

დასავლეთსაც აწყობს და უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენთვის წყნარად და რეგიონში სიტუაცია არ დავძაბოთ. ეს არის ის, რაც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ძალიან კარგად გამოიკვეთა.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, მაგრამ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამაზ საყვარელიძემგანუცხადა - „პროცესები შიდა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად სტიქიურად მიდის, თუ რამეში აქვს ხელისუფლებას წარმატება, იგი გათვლილი სტრატეგიის ნაწილი იშვიათად არის“.

თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე - მმართველი გუნდი ქვეყანაში რაც ხდება, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისად ვერ აღიქვამს თუ თვლის, რომ მას პრობლემების მოგვარების რესურსი აქვს და იმედი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მათ ეტაპობრივად მოაგვარებს?

- ხელისუფლება შეტევაზე გადასულია იმის გამო, რომ პროტესტი მინელდა და 20 ივნისის მოვლენებზე დასავლეთს მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. „ოცნების“ მთავრობას სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს.

ხელისუფლება შეტევაზე გადასულია იმის გამო, რომ პროტესტი მინელდა და 20 ივნისის მოვლენებზე დასავლეთს მძაფრი რეაქცია არ ჰქონდა

თუ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მოკლა ყველა შანსი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე ძალის როლის შესრულებას შეძლებდა, მაშინ ქართული პოლიტიკა „ოცნება“ - „ნაციონალების“ სახით ისევ ორპოლუსიანი იქნება.

„ოცნების“ მთავრობას სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში კვლავაც თვლიან, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნების“ ძირითადი კონკურენტი „ნაციონალები“ იქნებიან, მათ გამარჯვების შანსი აქვთ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ როცა 2020 წელს ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან და მას ასეთი არჩევანი ექნა - ან „ოცნება“, ან „ნაციონალები“, ხალხი ხმას, მართალია გულის დიდი ჭმუნვით, მაგრამ მაინც „ოცნებას“ მისცემს.

ამ სქემით იმუშავა „ოცნებამ“ ბოლო შვიდი წელი და როგორც ჩანს, 2020 წელსაც ამ სქემით შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას.

- პრემიერმა სამთავრობო ცვლილებებზე განაცხადა - „ეს საკითხი პერიოდულად იწევა რაც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს.“ ხომ არ

ნიშნავს ეს იმას, რომ შემოდგომაზე იგი პრემიერი აღარ იქნება?

- “ოცნებას“ არჩევნებისთვის უფრო ძლიერი პრემიერი სჭირდება, ვიდრე ბახტაძეა. ბახტაძე ნამდვილად არ ტოვებს ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას. მგონი იგი ამას თავადაც კარგად ხვდება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა მაინცდამაინც თავადაც არ უნდა.

გამომდინარე იქიდან, თუ რა მოხდა 20 ივნისს, გაპრემიერების შანსები გიორგი გახარიაზე მეტად მაია ცქიტიშვილს აქვს

ამიტომ, მეც ველოდები პრემიერის ცვლილებას. პრემიერის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება - მაია ცქიტიშვილის და გიორგი გახარიასი. გამომდინარე იქიდან თუ რა მოხდა 20 ივნისს, გაპრემიერების შანსები გიორგი გახარიაზე მეტად, მაია ცქიტიშვილს აქვს.

- თქვენი დაკვირვებით რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?

- რასაც მე ვადევნებ თვალს, ოპოზიციაში დიდი გაურკვევლობაა. ვერ ჩამოყალიბებულან. რადგან ახლა ბარიერი დაბალია, ყველას იმედი აქვს, რომ პარლამენტში მოხვდება და იქ დაიწყებს თამაშს.

ვფიქრობ, ასე მარტივი არ იქნება პარლამენტში მოხვედრა. ასე რომ, ვინც მოისურვებს, ბუნებრივია, ყველა პარლემენტში ვერ შევა. ჩემი აზრით, ეს ასე მარტივი არ იქნება.

ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციურ ფლანგზე ახლა დუღილის პერიოდია, იმედია წლის ბოლომდე დუღილი დამთავრდება და ყველა ჩამოყალიბდება იმაში, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას 2020 -ის საპარლამენტო არჩევნებში.

ოპოზიციურ ფლანგზე ახლა დუღილის პერიოდია, იმედია წლის ბოლომდე დუღილი დამთავრდება და ყველა ჩამოყალიბდება იმაში, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში

- მე როცა ოპოზიციური ფლანგი ვახსენე, უპირველესად მხედველობაში მქონდა „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის გაურკვეველი ურთიერთობა. იმის გამო, რომ ამ ურთიერთობებზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ, აქტუალურია ის, 2020 -ის არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გავითარდება ამ თვალსაზრისით პროცესები?

- აშკარად გამოიკვეთა, რომ მათ შორის კონფრონტაცია ისევ დაიწყო. არადა, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა ბევრს დადგმული და მოგონილი ჰგონია.

როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოს“ მესამე ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. შესაძლოა, „ევროპული საქართველო“ 2020-ის არჩევნებზე 10%-ს ვერ შეწვდეს, მაგრამ თუ მათ აიღეს 7-8%, მათ ხელში აღმოჩნდეს მთავრობის დაკომპლექტების გასაღები. ვფიქრობ, მათ გათვლა ამაზე აქვთ.

არა მგონია მათ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ „ევროპული საქართველო“ 20%-ზე მეტს აიღებს. თუ მათ 10%-მდე მიიღეს, მათთვის ეს ცუდი არ იქნება. ვინაიდან ისინი, სავარაუდოდ, მთავრობის დაკომპლექტების მონაწილეები იქნებიან.

ოპოზიციის „ნაციონალურ“ და "ევროპული საქართველოს“ ფლანგზე ალბათ ბევრი რამ შეიცვლება და ამას ჩვენ სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვნახავთ

გითხრათ სიმართლე, გაუგებარია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებები. ვგულისხმობ იმას, რომ, მათი თქმით, ისინი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას „ნაციონალებთან“ არ აპირებენ. შემდეგ დაამატეს, რომ არც „ოცნებასთან“ არ აპირებენ.

ვიმეორებ, ოპოზიციის „ნაციონალურ“ და „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე ალბათ ბევრი რამ შეიცვლება და ამას ჩვენ სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვნახავთ.

- ჯერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებიდან, ხოლო შემდგომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლობიდან იძულებით წამოსულმა ხაზარაძე-ჯაფარიძემ სექტემბერში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში შემოსვლაზე ბევრი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ თქვენგან არ მოგვისმენია.

თქვენი აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდოდ როგორი იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის დებიუტი? „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ გუნდში შეიძლება აღმოჩნდეს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. თქვენც ასე ფიქრობთ?

- გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ყოველთვის ახლოს იდგა, მაგრამ მართალი გითხრათ, მე ჯერ არ ვიცი თუ რას აპირებს ხაზარაძე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერჯერობით ხაზარაძის განცხადებების უკან დგას მხოლოდ ის, რომ იგი როგორც ბიზნესმენი ხელისუფლებასთან რაღაცის გამოვაჭრებას და იმის გარანტიის მიღებას ცდილობს, რომ მას არ შეეხებიან.

ჯერჯერობით ხაზარაძის განცხადებების უკან დგას მხოლოდ ის, რომ იგი როგორც ბიზნესმენი ხელისუფელებასთან რაღაცის გამოვაჭრებას და იმის გარანტიის მიღებას ცდილობს, რომ მას არ შეეხებიან

შესაძლოა, ვცდებოდე. ასეა იმის გამო, რომ ხაზარაძის საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ჯერ ბევრი რამ გაუგებარია. მან კი ისაუბრა ღირსების აღდგენაზე, მაგრამ მას ამით არც არაფერი უთქვამს, ვინაიდან ღირსების აღდგენა რომ სჭირდება ქართველ ხალხს, ეს დიდი ხანია ვიცით.

მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით თუ რამდენად სერიოზულია ხაზარაძის განწყობა მონაწილეობას იღებდეს პოლიტიკურ პროცესებში. ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები. არც ეს ვიცით.

- რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა მათთან ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი...

- თუ ხაზარაძე სერიოზულად იქნა განწყობილი იყოს ქართულ პოლიტიკაში, მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში კვირიკაშვილიც იქნება. შესაძლოა, კვირიკაშვილს თავისი პრობლემები აღმოაჩნდეს, რის გამო შეეშინდეს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა და ჩათვალოს, რომ ახლა არ ღირს პროცესში მონაწილეობა.

შესაძლოა, კვირიკაშვილმა ამ პროცესში მონაწილეობაზე იმის გამოც თქვას უარი, რომ მისი თანაგუნდელი ქუმსიშვილი ჰყავდათ პროკურატურაში დაბარებული. რეალურად, ყველა ესენი ბიზნესმენები არიან და პოლიტიკაშიც ბიზნესიდან არიან მოსული.

თუ ბიზნესმენს პოლიტიკაში უნდა წასვლა მან სერიოზულად უნდა გარისკოს. გარისკოს იმიტომ, რომ მათ კარგი ცხოვრება აქვთ, დასაკარგი ბევრი აქვთ. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენების დაჭერა სულაც არაა ძნელი, - პირიქით, მარტივად ხდება.

მოდით, აქაც არ ვიჩქაროთ. დრო აჩვენებს რა ამოძრავებს ხაზარაძეს. როცა ამას გავიგებთ და იმასაც, თუ რა გუნდით აპირებს იგი ქართულ პოლიტიკაში შესვლას, ამის შემდეგ შეგვეძლება იმაზე საუბარი, თუ რა კორექტივებს შეიტანს ხაზარაძე-ჯაფარიძის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში.

დრო აჩვენებს რა ამოძრავებს ხაზარაძეს. როცა ამას გავიგებთ და იმასაც, თუ რა გუნდით აპირებს იგი ქართულ პოლიტიკაში შესვლას, ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი თუ რა კორექტივებს შეიტანს ხაზარაძე-ჯაფარიძის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი შემოდგომა გვექნება. თქვენი პროგნოზი როგორი იქნება?

- ჩემი აზრით, შემოდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი რომ იყოს, ამის მცდელობა იქნება, მაგრამ რაც ივნისში იყო აგორებული, იმ საპროტესტო მუხტის დაბრუნება გაუჭირდებათ, თუ ხელისუფლებამ ისევ რაიმე სისულელე არ ჩაიდინა.

ვნახოთ, როგორ იმოქმედებენ ისინი, ვინც ცხელი სექტემბერ-ოქტომბერით იმუქრება

კრიტიკული მუხტის შექმნასა და ვითარების გაცხელებას სჭირდება რესურსი. მუხტი თითქმის ჩამქარალია, რესურსში ფული იგულისხმება. ოპოზიციას ფინანსები ძალიან უჭირს.

ფული ყველას არჩევნების წინ სჭირდება და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ფულის ქუჩის აქციებში გადაყრა ცოტა უაზრობად მეჩვენება. ვნახოთ, როგორ იმოქმედებენ ისინი, ვინც ცხელი სექტემბერ-ოქტომბერით იმუქრება.


”ინტერპრესნიუსი”



თეგები:
ანაკლია



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up