ჩინეთი ტრამპს ახალი კორონავირუსისთვის

ჩინეთი ტრამპს ახალი კორონავირუსისთვის "ჩინური ვირუსის" წოდების გამო აკრიტიკებს

access_time2020-03-17 21:30:30

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა. სამინისტროს თქმით ეს ჩინეთს ჩირქს სცხებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა ჩინეთის სტიგმების ნაცვლად "საკუთარ საქმეს მიხედონ".

 

"მოვუწოდებ აშშ-ს გაასწორონ ეს შეცდომა და შეწყვირონ ჩინეთის უსაფუძვლო დადანაშაულება." თქვა მან.

 

ჩინეთის სახელმწიფო მედიაში ტრამპის მიერ გამოყენებული ტერმინი რასისტულად და ქსენოფობიურად შეაფასეს.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთს მოსთხოვა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება და ეპიდემიის გამოწვევის გადაბრალება. თავად პომპეომ ვირუსს არაერთხელ უწოდა "ვუჰანის ვირუსი".


 

"აშშ მძლავრად დაეხმარება ინდუსტრიებს, როგორიცაა ავიახაზები და სხვა, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩინურმა ვირუსმა. ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე!" დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" არაერთ ტვიტსა თუ საჯარო გამოსვლაში უწოდა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელი COVID-19 დაარქვა და გაავრცელა მოწოდება, რომ ვირუსის სახელი არ დაუკავშირონ რომელიმე კონკრეტულ ტეროტორიას ან ჯგუფს, რათა სტიგმის გაჩენის რისკი შემცირდეს.

 

ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 170,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული მათგან 80,000-ზე მეტი ჩინეთში. ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ 17 მარტს ქვეყნის შიგნით დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, დანარჩენი 20 შემთხვევა კი სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს აღმოაჩნდათ.

 

ჩინეთში ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია 80,881 ადამიანი, დაიღუპა 3,226, გამოჯანმრთელდა 68,690 ადამიანი.

 

აშშ-ში დაავადება დაუდგინდა 4,727 ადამიანს, დაიღუპა 93, გამოჯანმრთელდა 74.

 

TABULA.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up