ჩინეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს და ქვეყანაში უცხოელებს აღარ შეუშვებს

ჩინეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს და ქვეყანაში უცხოელებს აღარ შეუშვებს

access_time2020-03-27 21:30:52

უახლოეს დღეებში ჩინეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს.ჩინეთი ასევე აპირებს, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ჩინეთის ტერიტორიაზე აღარ შეუშვას.ასეთი ზომები ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.


ბოლო დღეებში ქვეყანაში ათობით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იმ ფონზე როდესაც ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ინფიცირების ნულოვანი გადაცემა ხდება.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტიდან ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.


შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ჩინეთის მოქმედი ვიზა და ჩინეთში ცხოვრების ნებართვა გააჩნია.ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ავიარეისების შეზღუდვას ის ძალაში 29 მარტიდან შედის.



ჩინურ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლება ნებისმიერი მიმართულებით ექნებათ, მხოლოდ კვირაში ერთი სიხშირით.ამავე დროს, COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დატვირთულობის კოეფიციენტი 75%-ს არ უნდა აღემატებოდეს.


CAAC-ში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე უფრო მკაცრი შეზღუდვებიც დააწესოს.


წყარო: avianews.ge


თეგები:
ჩინეთი



6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-06 17:30:27
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9105 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.25 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...


მსგავსი სიახლეები

up