ჩინეთი მზადაა, ვაჭრობასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს

ჩინეთი მზადაა, ვაჭრობასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს

access_time2018-09-14 12:46:34


აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე, ორი მხარე მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის მომხრეა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინიციატივა პირველად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოხატა, რაც ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის წარმომადგენელმა, გაო ფენგმა დადებითად შეაფასა.


"ამ ეტაპზე სავაჭრო კონფლიქტის ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის," აღნიშნა მან.


მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა, რომ "ჩინეთი იძულებულია, აშშ-სთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს," რაშიც იგი ჩინეთის მხრიდან გარკვეული პოზიციების დათმობას გულისხმობდა.



Fox Business-თან საუბრისას ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლარი კადლოუმ დაადასტურა, რომ ჩინეთის მხრიდან აშშ-სთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს. მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური მოწვევა ჩინეთში აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა უკვე გააგზავნა.


შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ერთმანეთის პროდუქციაზე 20% და 25%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესეს, რამაც მსოფლიო ვაჭრობაში არაერთი ცვლილება გამოიწვია.


CNNMoney



თეგები:
ჩინეთი აშშ



ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ
access_time2018-11-14 21:00:00
Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას განაგრძობს - ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც, Navigant Research-ის მიხედვით, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 20%-ს წარმოადგენს. აშშ-ის ბაზარზე Tesla გაცილებით მეტ ავტომობილს ყიდის, ვიდრე Nissan Leaf, GM Chevy Bolt და სხვ. თუმცა დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში Tesla-ს გაცილებით რთულ კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს...


მსგავსი სიახლეები

up