ჩინეთი კოსმოსში ლიდერობისთვის იბრძვის

ჩინეთი კოსმოსში ლიდერობისთვის იბრძვის

access_time2021-07-05 20:00:23

ჩინეთმა ბოლო წლების მანძილზე კოსმოსურ კვლევებში ხარისხობრივი გარღვევა მოახდინა - მთვარეზე და მარსზე თვითმავალი აპარატები გაგზავნა და დედამიწის ორბიტაზე საკუთარი სადგურის მშენებლობა დაიწყო.

 

ჩინეთმა უკვე გაუსწრო რუსეთს და კოსმოსში შტატების შემდეგ მეორეა, თუმცა, პეკინი ამ დარგში გლობალური ლიდერობისთვის აქტიურად იბრძვის.

 

ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა მთვარის შესწავლა.

 

ამ მიმართულებით საქმიანობა ჩინელებმა 15 წლის წინ დაიწყეს, მაგრამ პეკინის მიერ დაგეგმილი 4 ეტაპიდან 3 უკვე გავლილია - პირველი ფაზა (2007-2012 წლები) დედამიწის თანამგზავრზე კოსმოსური აპარატების გაგზავნა, მეორე  - მთვარის ბნელ მხარეზე რობოტის დასმა, მესამე კი მთვარის ირგვლივ გადაფრენას გულისხმობდა.

 

პროგრამის მეოთხე ფაზა 2023 წელს დაიწყება და მის ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე რობოტიზირებული სადგურის შექმნა იგეგმება.

 

მთელი ამ გრძელვადიანი გეგმის საბოლოო მიზანია მთვარეზე ადამიანის გაგზავნა და თანამგზავრზე სრულფასოვანი, ადამიანების მიერ დასახლებული ბაზის დაარსება.

 

ამბიციური გეგმები პეკინს ასევე მარსთან დაკავშირებითაც გააჩნია - 2020 წელს ჩინელებმა  წითელ პლანეტაზე ზონდი და თვითმავალი აპარატი დასვეს. ჩინეთი გახდა ამერიკის შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელიც მარსზე აპარატის რბილი დაშვება და ამავე დროს ამის გაკეთება პირველივე ცდაზე მოახერხა.

 


ჩინეთმა პირველი ასტრონავტი კოსმოსში 2003 წელს გაუშვა და ამ კუთხით, მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელსაც პილოტირებადი ფრენების რეალიზება შეუძლია.

 

ამ დროისთვის ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სულ მალე საკუთარი კოსმოსური სადგური გახდება, რომლის ბაზირება დედამიწის ორბიტაზე 2021 წელს დაიწყო, და 2023 წელს დასრულდება.

 

სადგურზე მუდმივ რეჟიმში 3 ასტრონავტი იცხოვრებს.

 

ჩინური სადგური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შედარებით უფრო მოკრძალებული და ნაკლებად მასშტაბურია, თუმცა, ის ახალი და გაცილებით უფრო თანამედროვეა. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარდაუვალ მოძველებას, და ამერიკელების სურვილის დაბრუნდნენ მთვარეზე, სავარაუდოდ, კონკურენცია კოსმოსურ ზესახელმწიფოებს შორის დედამიწის ორბიტას გასცდება.

 

პეკინი ასევე აქტიურად მუშაობს მრავალჯარედი კოსმოსური ტექნოლოგიების დარგში. ამ მიმართულებით დღეს უპირობო ლიდერი ვაშინგტონია, თუმცა პეკინი ამერიკის გასწრებას აქტიურად ცდილობს.

 

მაგალითად, ჩინელები უკვე მუშაობენ ამერიკული SpaceX Falcon 9-ს ანალოგის შექმნაზე, ასევე მათ უკვე გამოსცადეს ამერიკული ორბიტალური აპარატის X-37B Orbital Test Vehicle-ის ანალოგი.

 

თუმცა, ბრძოლა ლიდერობისთვის მარტივი არ იქნება  - შთამბეჭდავი მიღწევების და ამბიციურ გეგმების მიუხედავად, კოსმოსურ ინდუსტრიაში გამოყოფილი სახსრების კუთხით ჩინეთი შტატებს მაინც ჩამორჩება.

 

ასევე ჩინეთი ვერ დაეწია ამერიკას, ევროკავშირს და რუსეთს მძიმეწონიანი, მძლავრი სარაკეტო ძრავების შექმნაში.

 

თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს - ეს ჩინეთია, რომელსაც საკუთარი გეგმების აჩქარების გარეშე და თანამიმდევრული რეალიზება ახასიათებს და ეს სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, კოსმოსის ინდუსტრიასაც შეეხება.

 


lenta.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up