ჩინეთი ჰონგ-კონგთან ახლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს

ჩინეთი ჰონგ-კონგთან ახლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს

access_time2019-08-15 22:15:55

ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიცია ჰონგ-კონგის საზღვართან ახლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.


სააგენტო AFP-მ გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ წვრთნები ქალაქ შენჟენის სპორტულ მოედანზე გახსნეს, რომელიც ჰონგ-კონგიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.


სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სტადიონის საპარკინგე ტერიტორიაზე დგას 100-ზე მეტი ნახევრადსამხედრო შავი ავტომობილი, სატვირთოები, ბრონირებული ავტომობილები, ავტობუსები და ჯიპები.



მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს მომიტინგეებისთვის ძალის დემონსტრირებას და მათთვის გამაფთხილებელი მესიჯია.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ჰონგ-კონგში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის შეხვედრა შესთავაზა. როგორც პრეზიდენტ ტრამპის „ტვიტერის“ პოსტშია აღნიშნული, იგი დარწმუნებულია, რომ სი ძინპინი ჰონგ -კონგის პრობლემას „სწრაფად და ჰუმანურად“ მოაგვარებს.


IPN





ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up