ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ქვეყანა აპირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში WHO-ს დახმარება მრავალმხრივი თანამშრომლობის და გლობალური სოლიდარობის ნიშანია“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰუა ჩინინგი twitter-ზე.
Reuters-ის ცნობით, ჩინინგი აცხადებს, რომ ჩინეთის ახალი გადარიცხვა განკუთვნილია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ხოლო ეს არაა ჩინეთის მიერ WHO-ს დამატებითი დაფინანსების პირველი შემთხვევა - ჩინინგის თქმით, ჩინეთმა 11 მარტს ორგანიზაციას 20 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა.
imedinews.ge