ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

access_time2021-12-04 15:00:08

როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე უტევენ.

კონფლიქტის ინტენსიურობა იზრდება და განსაკუთრებით საყურადღებოა ჩინეთი, რომელიც ათწლეულის ბოლოს კოსმოსში პირველ სახელმწიფოდ გადაქცევას და ამერიკისთვის ამ კუთხით ლიდერობის წართმევას გეგმავს.

აშშ-ის კოსმოსური ძალების უფროსის მოადგილის დევიდ ტომპსონის თქმით, დღეს სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ამერიკის კოსმოსური სისტემები ყოველდღე საფრთხის ქვეშ არიან. რადგან რუსები და ჩინელები მათ ლაზერების, რადიოსიხშირული ხარვეზებით და კიბერთავდასხმებით უტევენ.

„განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ჩინეთი, რომელიც რუსეთს უსწრებს, და კოსმოსში ოპერატიულ სისტემებს წარმოუდგენელი სიჩქარით ათავსებს. დღეს ჩინელები უკვე მუშაობენ სპეციალური რობოტის შექმნაზე, რომელიც ნებისმიერი თანამგზავრის ხელში ჩაგდებას შეძლებს“ - ამბობს ტომპსონი.

მისი თქმით, რუსეთმა 2019 წელს ორბიტაზე პატარა თანამგზავრი ამერიკულ თანამგზავრთან ისე ახლოს განათავსა, რომ ვაშინგტონში შეტევას ელოდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში რუსულმა აპარატმა უსაფრთხო მანძილზე გადაინაცვლა და იარაღის ცდები ჩაატარა.

„ის ძალიან ახლო მანძილზე მანევრირებდა, საფრთხეს ქმნიდა და ჩვენს თანამგზავრს ძალიან სარისკო მანძილზე მოუახლოვდა. სრულიად აშკარაა, რომ რუსებმა ამით ჩვენ გარკვეული სიგნალი გაგვიგზავნეს,“ - დარწმუნებულია ტომპსონი.

ჩინეთი საკუთარ გლობალურ სანავიგაციო კოსმოსურ სისტემას ქმნის, თანაც პეკინი ორბიტაზე 200-ზე მეტ სადაზვერვო თანამგზავრს უკვე ფლობს.


„ჩინეთი კოსმოსში თანამგზავრებს 2-ჯერ სწრაფად ათავსებს, ვიდრე აშშ და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში პეკინი კოსმოსური ძალების კუთხით შტატებს გაუსწრებს. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ, მათ შორის, პოტენციალის თვალსაზრისითაც, თუმცა ჩინელები სწრაფად გვიახლოვდებიან  და თუ ჩვენ არაფერი არ მოვიმოქმედეთ, ათწლეულის ბოლოს გაგვასწრებენ“ - ამბობს აშშ-ს კოსმოსური ძალების სარდლის მოადგილე.

ამერიკელი სამხედროები კოსმოსური საშუალებების შესყიდვის და განთავსების პროცედურის დაჩქარებას ცდილობენ, რისთვისაც სპეციალური სტრუქტურა, - კოსმოსური საშუალებების დაჩქარებული დამუშავების, წარმოების და განთავსების სამმართველო (Space Rapid Capabilities Office) და კოსმოსური განვითარების სააგენტო,  შეიქმნა.

ტომპსონი მიიჩნევს, რომ კოსმოსური სისტემების მდგრადობისთვის საჭიროა ორბიტაზე დიდი რაოდენობით, შედარებით იაფფასიანი, თანამგზავრების განთავსება, რაც შეტევებისგან მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.


„უსაფრთხოებისადმი ტრადიციული მიდგომა, რომელიც გამოიყენება დედამიწაზე, კოსმოსისთვის მიუღებელია, ამიტომაც უნდა შეიქმნას ახალი ნორმები და დოქტრინები და ეს არა მეცნიერების, არამედ დიპლომატების სამუშაოა. თუმცა, ამას წლები დასჭირდება, მდგომარეობა კი დღეს და აქ იძაბება“, - ამბობს დევიდ ტომპსონი.

სანამ დიპლომატები და სამხედროები გზას ეძებენ, კოსმოსური შეიარაღების რბოლა-ბრძოლა ტემპებს იკრეფს და თუ ამერიკა ამ რეალობას არ აღიარებს, შესაძლოა მან ეს ბრძოლა წააგოს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Washington post




24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...


მსგავსი სიახლეები

up