ჩინეთი ციფრულ იუანს საერთაშორისო ვალუტად პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დატესტავს, თუმცა დოლარის ჩანაცვლებაზე ბრალდებას უარყოფს

ჩინეთი ციფრულ იუანს საერთაშორისო ვალუტად პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დატესტავს, თუმცა დოლარის ჩანაცვლებაზე ბრალდებას უარყოფს

access_time2021-04-19 16:40:00

Bloomberg ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილე ლი ბოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ ციფრული იუანის შექმნა მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პოზიციიდან დოლარის „ჩამოგდებას“ მიზნად არ ისახავს. ამით პეკინი ცდილობს, გააქარწყლოს აშშ-ს ადმინისტრაციის ეჭვები, რომ ჩინეთს საკუთარი ვალუტის ინტერნაციონალიზაცია დოლარის ხარჯზე სურს.


„ციფრული იუანის შექმნა გამიზნულია შიდა მოხმარებისთვის, ხოლო მისი ინტერნაციონალიზაცია ბუნებრივი პროცესია და დოლარის ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ვალუტის ჩანაცვლებას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ბაზარს არჩევანის საშუალება შევთავაზოთ და გავამარტივოთ საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები,“ - აცხადებს ლი ბო.


ჩინეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საპილოტე პროგრამაში ციფრული იუანის გამოყეების ტესტირებას ახორციელებს. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ციფრული ვალუტის შექმნის პროცესში ჩინეთის მცდელობებზე კონტროლს ამკაცრებს, რაც ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. ანგარიშის მიხედვით, ჩინური ციფრული ვალუტის შექმნა შესაძლოა, ბაზრიდან დოლარის გარიყვის გრძელვადიან ძალისხმევად გადაიქცეს.


ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანზე 2014 წლიდან მუშაობს და ახლოსაა იმ შედეგთან, რომ ვირტუალური ვალუტის საცდელი ვერსია საწარმოებისთვის და მომხმარებლებისთვის ქვეყნის 11 ქალაქში ჩაუშვას.



„ამ მომენტისთვის ჩვენ ელექტრო-იუანის შიდა მოხმარების მოტივაცია გვამოძრავებს. საერთაშორისო ვალუტასთან შესაბამისობაში მისი მოყვანა რთული საკითხია და ჯერ-ჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსსასაზღვრო გამოყენებაც შესაძლებელია,“ - აცხადებს ლი ბო.


მისი თქმით, ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ტრანსასაზღვრო გამოყენების დატესტვას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გეგმავს, რომლის დროსაც მის გამოყენებას, ადგილობრივ მომხმარებელთან ერთად, უცხოელი სტუმრები და სპორტსმენებიც შეძლებენ.


BPN.GE




თეგები:
ვალუტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up