ჩინეთი ბიზნესის ხელშეწყობისთვის 40 მლრდ. დოლარის საგადასახადო შემოსავლებზე ამბობს უარს - ქვეყანა პანდემიის შემდეგ

ჩინეთი ბიზნესის ხელშეწყობისთვის 40 მლრდ. დოლარის საგადასახადო შემოსავლებზე ამბობს უარს - ქვეყანა პანდემიის შემდეგ

access_time2020-04-12 19:30:15

ჩინეთი - ცხოვრება ეპიდემიის შემდეგ

 

ჩინეთი ცდილობს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას ეპიდემიის დასრულების შემდეგ, აჯამებს კორონავირუსით მიყენებულ ზარალს, იღებს ზომების მისი შემცირებისთვის და აანალიზებს საკუთარ გამოცდილებას ინფექციასთან ბრძოლაში.

 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩინურ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ქვეყნებისთვის.

 

ექსპერტები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომელმაც განაპირობა ვირუსის წინაამღდეგ ბრძოლის წარმატება:

 

1.ჩინეთის მთავრობის მზაობა უკიდურესი ზომებისთვის 11-მილიონიან ქალაქში კარანტინის შემოღებისას

 

2.მთელი ქვეყნის მობილიზება უხანში სიტუაციის გასაკონტროლებლად

 

3. ურთიერთდახმარების პრინციპი - ეპიდემიის დაწყების შემდეგ მთავრობის დავალებით 16-მდე მეზობელმა პროვინციამ გაუწია დიდი დახმარება ვირუსის კერად ქცეულ პროვინცია ჰუბეის, რომლის დედაქალაქიც არის უხანი.

 

4.სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნამ და 3-დონიანი კარანტინის გამოცხადებამ მკვეთრად შეამცირა სიკვდილიანობა და შეანელა ვირუსის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბში.

 

5. აქტიურმა საინფორმაციო კამპანია შეაჩერა პანიკური განწყობების გავრცელება მოსახლეობაში და ხელი შეუწყო საზოგადოების თანამშრომლობას ხელისუფულებასთან.

 

7. ჩინეთის მთავრობა განსაკუთრებით აღნიშნავს მაღალტექნოლოგიური კომპანიების

 (Tencent, Alibaba, Baidu, ZTE, iFLYTEK, JD.com და ა.შ) წვლილს  ეპიდემიასთან ბრძოლაში.

 

8.ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. მკაცრმა კარანტინმა მნიშვნელოვნად შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება და ბიზნესის ფუნქციონირება, თუმცა, გახსნილი იყო ყველა არხი, საიდანაც მოდიოდა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი მასალები.


 

დღეს, ეპიდემიის დასრულების შემდეგ, სწორედ ეკონომიკა და სოციალური სფეროა ოფიციალური პეკინის მთავარი საზრუნავი.

 

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაურიგდა სპეციალური ტალონები, რომლითაც შესაძლებელია გარკვეული თანხის გამოყენება საყიდლებზე და სხვადასხვა სერვისებზე.

 

ფაქტიურად, საქმე გვაქვს უზარმაზარ სახელმწიფო სუბსიდიასთან, რომლის მიზანიც შიდა მოხმარების სტიმულირებაა და ამით მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცოცხლება.

 

ეს არ არის ჩინეთის მთავრობის მიერ ეკონომიკის გადატვირთვის მიღებული ერთადერთი ნაბიჯი.

 

ჯერ კიდევ მარტში საგადასახადო სამსახურმა შეიმუშავა წარმოების აღდგენისთვის აუცილებელი ზომები - დღგ-ს დროებითი შემცირება, სადაზღვევო ტარიფების შემცირება, ექსპორტის დროს დღგ-ს დაბრუნების მაჩვენებლის ზრდა, და კომერციული ფართის ქირის ფასის შემცირება მეპატრონეების გადასახადების შემცირების ხარჯზე.

 

ეკონომისტების გათვლებით, მთავრობამ უარი თქმა 40 მლრდ. დოლარის საგადასახადო შემოსავლებზე იმისთვის, რომ მიეცა ბიზნესისთვის ამოსუნთქვის საშუალება. თავად ბიზნესიც მზადაა გაათმაგებული მუშაობისთვის მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად.

 

პეკინში მიიჩნევენ რომ ყველაფერი ეს აუცილებელია - სახელმწიფო კაიდევ მოასწრებს გადასახადების აკრეფას და ბიუჯეტის შევსებას, შექმნილ ვითარებაში კი მთავარია ბიზნესი და სამუშაო ადგილები.

 

თანაც ბოლო პერიოდში იზრდება შემოსავლები იქ, სადაც არავინ ელოდა - მაგალითად, მარტში ჩინეთმა გაიტანა ექსპორტზე 1,4 მლრდ. დოლარის სამედიცინო პროდუქცია, ძირითადად პირბადეები.

 

პეკინის ცდილობს ამ მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებას სტრატეგიულ მიზნებში - მაგალითად, ჩინეთმა მიაწოდა საფრანგეთს 1 მლრდ. ნიღაბი იმ პირობით, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ოფიციალური პარიზი მისცემს Huawei-ს ქვეყანაში 5G-ს ტექნოლოგიების შემოტანის უფლებას.

 

რა თქმა უნდა, ეს არაა დიდი მაჩვენებელი იანვარ-თებერვლის კატასტროფული ვარდნის შემდეგ, მაგრამ ეს ხომ ჩინეთი - სწორედ ასე, ეტაპობრივად,  გეგმაზომიერად, მიდის ეკონომიკის აღდგენა, და პარალელურად საკუთარი მოქალაქეების მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება.

 

ამავე დროს ჩინეთში დაიწყო სასამართლო პროცესები იმათ წინაამღდეგ, ვინც სცადა ეპიდემიის დროს ხელის მოთბობა - მაგალითად, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე პირბადეებზე ფასების გაუმართლებელი ზრდის თაობაზე. 

 

კერძოდ, ერთ-ერთი კომპანია ყიდდა 7-იუანიან პირბადეებს 18-ჯერ ძვირად, ანუ,  198 იუნად, რაც ჩაითვალა კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის წესების უხეშ დარღვევად.

 

შედეგად, კომპანიას მოუწია ზედმეტი მოგების დაბრუნება მყიდველებისთვის, 200 000 იუანის ჯარიმის გადახდა, ხოლო ხელმძღვანელს მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 180 000 იუანის ოდენობის ჯარიმის გადახდა.

 

მას ძალიან გაუმართლა - განაჩენი შეიძლებოდა ყოფილიყო გაცილებით უფრო მკაცრი, თუმცა, მან დროულად მოინანია და თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

ასევე ამ დღეებში დასრულდა სასამართლო პროცესი ერთ-ერთი სოფლის ექიმის წინაამღდეგ, რომელმაც დაარღვია კანონი ინფექციური დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის შესახებ. ამის შედეგად დაინფიცირდა 3 ადამიანი, 457 გადაყვანილ იქნა კარანტინში.

 

მოსამართლემ მიუსაჯა დამნაშავე ექიმს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, და არც ესაა ძალიან ბევრი  - მას გაუმართლა, რომ არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა, წინაამღდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა გაცილებით უფრო მკაცრი.

 

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია კიდევ ბევრი სასამართლო პროცესი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების, და არა მხოლოდ მათ წინაამღდეგ - ეს არის ჩინური  სახელმწიფოებრიობის ხელწერა, და მართვის სტილის თავისებურება - ყველა დიდი კატაკლიზმის შემდეგ აუცილებლად უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ კონკრეტული დამნაშავეები.

 

ეპიდემიაც ხომ  - თავისებური ომია, სადაც არიან გმირებიც, და გარეწრებიც.

 


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up