ჩინელებმა ჰოლშტაინის ჯიშის ძროხის კლონირება მოახერხეს, რომელიც წელიწადში 18 ტონამდე, დღეში კი 50 ლიტრამდე რძეს იწველის. ამის შესახებ Global Times-ი იტყობინება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამი ხბოს კლონი შექმნეს. კლონირებისთვის ბიოლოგებმა ცხოველის ყურის ქსოვილი გამოიყენეს.
კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯინ იაპინმა გამოცემას განუცხადა, რომ ექსპერიმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მეცხოველეობის ინდუსტრიის აღორძინებისთვის, რადგან ჩინეთში ძროხების 70% უცხოეთიდანაა შეძენილი.
„ჩვენ ვგეგმავთ ორი-სამი წელი მოვანდომოთ იმას, რომ დაახლოებით 1000-მდე სუპერძროხის ნახირის შევქმნათ. რაც მყარი საფუძველი გახდება იმისთვის, რომ ჩინეთი უცხოეთიდან ჩამოყვანილი ძროხების მარაგზე აღარ იყოს დამოკიდებული,“ - თქვა ჯინ იაპინმა.
ჩინელმა მეცნიერებმა ბოლო წლებში კლონირების რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს, კერძოდ - გაამრავლეს ღორები, ცხენები, კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები.