ჩილეს პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გამოიყენოს რეზინის ტყვიები. ამის შესახებ ჩილეს სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა, მარიო როზამ განაცხადა. მათი თქმით, ტყვიები რეზინისგანაა გაკეთებული, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი მეტალს შეიცავს.
„ამ არალეტალური საბრძოლო მასალის შეკვეთა შეჩერებულია”, - განუცხადა როზამ ჟურნალისტებს.
ჩილეში საპროტესტო აქციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებების დროს, დაახლოებით 200-მა ადამიანმა თვალი დაკარგა.
ipn.ge