„ჩიკორის“ მწარმოებელმა „ქარელის ხილმა“ სურსათის უვნებლობის FSSC 22000-ის სერტიფიკატი მიიღო - პირველი პრეცედენტი საქართველოში

„ჩიკორის“ მწარმოებელმა „ქარელის ხილმა“ სურსათის უვნებლობის FSSC 22000-ის სერტიფიკატი მიიღო - პირველი პრეცედენტი საქართველოში

access_time2020-01-28 19:45:15

„ქარელის ხილმა“, რომლის წარმოებული პროდუქცია ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება, სურსათის უვნებლობის FSSC 22000-ის სერტიფიკატი მიიღო. როგორც კომპანიის ხარისხის განვითარების მენეჯერი ანანო ბეჟანიშვილი აცხადებს, ეს სერთიფიკატი ხელს შეუწყობს ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებას საქართველოს ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.

 

„ქარელის ხილმა“ სურსათის უვნებლობის სერტიფიკატის FSSC 22000-ის განახლებული მეხუთე ვერსიით გაიარა შემოწმება. რეალურად, ჩვენ ვართ საქართველოში პირველები, ვისაც ეს სერტიფიკატი ექნება. გქონდეს FSSC 22000-ის სერტიფიკატი, ნიშნავს იმას, რომ კომპანია სრულად იცავს სურსათის უვნებლობის და მენეჯმენტის სტანდარტებს. ამასთან, ამ სერტიფიკატის მიღებით უფრო მეტად მოხდება ბრენდის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც“, - განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.

 

ცნობისათვის, „ჩიკორის“ ჩირი ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. ამავე წლის მეორე ნახევრიდან კი უკვე ექსპორტზე გავიდა. ამ დროისთვის „ქარელის ხილის“ პროდუქცია გადის ჩეხეთში, ლიეტუვაში, ჰონკონგში, ჩინეთში, იაპონიაში, გერმანიაში და რუსეთში. 2019 წლის ბოლოს „ჩიკორი“ Lidl-ის ქსელში შევიდა. „ქარელის ხილის“ წარმოებული პროდუქტები ლიეტუვას მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. მანამდე „ჩიკორი“ ჩეხეთში გავიდა. უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტირება უკრაინაშიც მოხდება.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის სამომავლო გეგმებშია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება. ამ დროისთვის ექსპორტის წილი წარმოების 40%-ს შეადგენს, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების პარალელურად ეს წილი კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

„ჩიკორის“ ბრენდით დღეს ბაზარზე 15 სახეობის ჩირი იყიდება, ნაწილი შოკოლადში ამოვლებული სახით. 2019 წელს საცალო გაყიდვების ქსელებში გამოვიდა ვაშლის ჩიფსები, რომელიც წარმოებისას ვიტამინებისა და მინერალების 70-80%-ს ინარჩუნებს.


 

2019 წლიდან „ქარელის ხილი“ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა. ამავე წელს კომპანია საოპერაციო მოგებაზე გავიდა და აგრძელებს ზრდას.

 

რას ნიშნავს FSSC 22000​

 

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ახალი სქემა - FSSC 22000 - შემუშავებულ იქნა სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციებისთვის. ​FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის სრულყოფილ სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გლობალურ სტანდარტს, და ISO/TS 22002 სტანდარტზე, რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ.

 

FSSC 22000 იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებსაც მხარი დაუჭირა და იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 175 წევრი სახელმწიფო. მას მიენიჭა სრული აღიარება "სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის"(GFSI) მიერ და მას მხარს უჭერს "ევროკავშირის სურსათისა და სასმელის ინდუსტრიების კონფედერაცია" (CIAA). მხოლოდ ასოცირებული სასერტიფიკაციო ორგანოები, როგორიცაა LRQA, ლიცენზირებული არიან გასცენ აკრედიტებული FSSC 22000 სერტიფიკატი.

 

​FSSC 22000 სქემა ითვალისწინებს - სურსათთან დაკავშირებული სტანდარტების მაღალ გამჭვირვალობას; გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ყველა მხარის მიერ; გაცილებით შედეგიან მესამე მხარის აუდიტს, რომელიც ამცირებს ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში. აღნიშნული მიდგომა დადებითად იმოქმედებს და შექმნის გარკვეულ უპირატესობებს სურსათის წარმოების და მიწოდების მთლიან ჯაჭვში.


bpn.ge

თეგები:
ჩიკორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up