„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

access_time2020-08-03 16:30:23

კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია.


„ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა მაქსიმუმს მიაღწევს, ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ბაღების გაშენებაც. მიუხედავად ამისა, კომპანია არ შეწყვეტს ფერმერებისგან მოსავლის მიღებას, რადგან პროდუქტზე არსებული მაღალი მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს“, - აცხადებს ბეჟანიშვილი.


მიმდინარე წელს კომპანია სეზონზე დაახლოებით 500 ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს. სამომავლოდ კი დაგეგმილია ამ მაჩვენებლის თითქმის გაორმაგება. კომპანია უახლოეს 5 წელში გაფართოება/განვითარების მიმართულებით დაახლოებით ნახევარი მილიონიდან 1 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.


როგორც ბეჟანიშვილი აცხადებს, კომპანია მომავალი წლიდან თხილის ხაზსაც დაამატებს.საუბარია, თხილი,ნუში და ასე შემდეგ. გაიზრდება ჩირის ასორტიმენტიც.



ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 15 სახეობის ჩირი იყიდება, აქედან რამდენიმე შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილის“ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი და ა.შ.


„ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. დღეს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 40% საექსპორტოა. ბაზრებს შორის არის იაპონია, ჩეხეთი, ლიეტუვა და გერმანია. მოლაპარაკებები მიდის აშშ-სთან, ისრაელთან.


მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე კომპანია „ქარელის ხილს“ დღეს ბაზრის 80%-ი უჭირავს.


„ქარელის ხილის“ მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში.


ცნობისათვის, „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ ბენეფიციარიაცაა, ეს უკანასკნელი კი „სინერჯი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.


business-partner.ge


თეგები:
ჩიკორი



უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ
access_time2020-09-20 10:00:21
ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ Facebook AR (გაფართოებული რეალობის) სათვალეზე Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან ერთად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ კი, კონფერენცია Facebook Connect-ზე, მარკ ზაკერბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან EssilorLuxottica თანამშრომლობით დამზადებული ჭკვიანი სათვალე 2021 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. The Verge-ის ცნობით, ფეისბუკმა დაადასტურა, რომ ეს სათვალე AR მოწყობილობად იქნება კლასიფიცირებული, თუმცა, მას ინტეგრირებული...


მსგავსი სიახლეები

up