ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

access_time2020-07-02 21:30:49

დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.


ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.


სამუშაოების შედეგად, 4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის დასაგებად ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.



პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 166 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.


დიდუბის გამგეობამ უკვე დაასრულა ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩაზე გასულ წელს სანიაღვრე ქსელიც მოეწყო. პროექტის განხორციელებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დიდი ხნის პრობლემა გადაუჭრა.


მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.





კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
access_time2020-08-15 10:00:44
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...


მსგავსი სიახლეები

up