ჭიათურის მოსახლეობის 70%-ს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს, ქალაქი 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის

ჭიათურის მოსახლეობის 70%-ს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს, ქალაქი 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის

access_time2020-04-22 13:24:19

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგება–წყალარინების მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერ მინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების გათვალისწინებით შეუფერხებლად გრძელდება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.



მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ჭიათურაში ჩავიდა, სადაც წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო.



„ყველა ის პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მოსახლეობისთვი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. დაწყებული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, ობიექტებზე სრულად არის დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მეთაურობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. მუდმივად ვხვდებით კონტრაქტორ კომპანიებს, რათა მოვისმინოთ მათი პრობლემები, თუ სჭირდებათ მხარდაჭერა სახელმწიფოს ან კომპანიის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ შეუფერხებელ საქმიანობას. ჭიათურაში სამუშაოების 90% დავასრულეთ და შედეგად , მოსახლეობის დიდი ნაწილი,70 % უკვე სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით. სამუშაოებს ვაგრძელებთ შეუფერხებლად იმისათვის, რომ მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მოხდეს. მშენებლობას მიმდინარე წლის ზაფხულში დავასრულებთ."-განაცხადა გიგა მანდარიამ.



ჭიათურაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.




პროექტის ფარგლებში აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარი. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი. რეაბილიტირდა არსებული სატუმბო სადგურები და რეზერვუარები.



სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით 37 მილიონ ლარამდე ხმარდება.







საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up