ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების თქმით, მაღაროების მუშაობის გამო, სოფელ შუქრუთში სახლები ინგრევა, რის გამოც, ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
„ჩვენი სოფელი ინგრევა, ალბათ, 2-3 წელში, არც ერთი სახლი არ დარჩება მთელი. გვინდოდა იქ ცხოვრება, მაგრამ უკანონოდ მოვიდნენ და დაგვანგრიეს. ვითხოვთ ანაზღაურებას, არავისგან არ არის გამოხმაურება. რა ვქნათ? ევროპას მოვთხოვოთ თავშესაფარი, თუ რა გავაკეთოთ?! “ -აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე ია ასანიძე.
Ipn.ge