ჭიათურის მაღაროს თანამშრომელი: „ხელფასის გაზრდის მოთხოვნა არათუ ნაწილობრივ, არამედ უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა“

ჭიათურის მაღაროს თანამშრომელი: „ხელფასის გაზრდის მოთხოვნა არათუ ნაწილობრივ, არამედ უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა“

access_time2019-05-28 13:07:23


ჭიათურა დღეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა - მაღაროელებმა მუშაობა განაახლეს. მათი განცხადებით, შეთანხმება, რომელიც გუშინ მინისტრების თანდასწრებით საწარმოს თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შედგა, ორივე მხარისთვის მისაღებია. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც პირი ჰქონდა ამოკერილი, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. „ხელფასის მოთხოვნაც არათუ ნაწილობრივ, უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა. ჩვენთვის მისაღებია 25%-იანი ზრდა პირველი ივნისიდანვე და 10%_იანი ზრდა ერთი წლის განმავლობაში. კმაყოფილები ვართ და რა თქმა უნდა, ყველანაირი პროტესტი მთავრდება“, - განაცხადა რომან კუპატაძემ.


შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებთან და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე გაუმჯობესებულ შრომის პირობებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ხელფასების ზრდა კონკრეტულად გაიწერება მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, გადაიარაღებას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნას ადგილზე და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. „ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კომპანიის მიმართ, რომ ყველა ეს პირობა შესრულდეს დაუყონებლივ, ამას დავაკვირდებით და ჩვენ ვართ გარანტორები, რომ შეთანხმება, მითუმეტეს, ამ ნაწილში, შესრულდება“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



(NS)





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up