ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე პირველადი დახმარების პუნქტი იმუშავებს

ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე პირველადი დახმარების პუნქტი იმუშავებს

access_time2019-06-12 14:37:01

მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა.


როგორც შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, ადგილზე გაიხსნება პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც მუშებს გაეწევათ პირველადი ჯანდაცვის მომსახურება და შემდეგ მათ სამედიცინო მომსახურებას უკვე საჩხერის კლინიკა გაუწევს.


„ორი კვირის წინ იყო საბოლოო შეთანხმება ჭიათურაში, როდესაც საქართველოს მთავრობის, კომპანიის წარმომადგენლები, მუშები ყველანი ერთად შეთანხმდნენ გარკვეული პირობების შესრულებაზე. ორი კვირის განმავლობაში იყო პრაქტიკულად ყოველდღიური მუშაობა, როგორც კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც. მოლაპარაკებებში ჩართული იყო თვითმმართველობაც, ჯანდაცვის სამინისტრო და მიდიოდა მუშაობა, თუ როგორ სრულდება შეთანხმების პროცესები. დღეს იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა სად ვართ, რა ეტაპზე. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით და ცხრა კომპანიიდან გამოიკვეთა სამი კომპანია, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ და უშუალოდ მუშები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ხელფასებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დარჩა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც იყო რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დახმარებას ადგილზე გაუწევენ, შემდეგ კი მათ საჩხერის კლინიკა მოემსახურებათ.


„საჩხერის კლინიკა აღჭურვილია უმაღლეს დონეზე, ჰყავს მაღალკვალიფიციური ექიმები. სადაზღვევო კომპანიასთან და საავადმყოფოს მენეჯმენტთან ერთად ვთანხმდებით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჭიათურის მაღაროში არის დასაქმებული. ხელფასის გაზრდას რაც შეეხება, მოლაპარაკება, რომელიც მიღწეულია, შესრულდება აბსოლუტურად ზუსტად და შეიძლება წინსწრებითაც კი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


1tv





28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ
access_time2020-05-28 17:15:45
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა...


მსგავსი სიახლეები

up