ჭიათურაში შესაძლოა, მანგანუმის მადნის მეორე ახალი გამამდიდრებელი ქარხანა აშენდეს

ჭიათურაში შესაძლოა, მანგანუმის მადნის მეორე ახალი გამამდიდრებელი ქარხანა აშენდეს

access_time2017-12-26 16:30:30

ჭიათურაში, მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლოა, საფუძველი მეორე ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაეყაროს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებლმა, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განუცხადა. მისი განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობაც ჭიათურაში იგეგმება.


„ჩვენ ჭიათურაში რამდენიმე, ძველი, საბჭოთა პერიოდის ქარხანა გვაქვს, ახლა ვცდილობთ, იქ ისეთი სამუშაოები განვახორციელოთ, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ. სამომავლოდ, ორივე ახალი ქარხანა ძველ, არსებულ ქარხნებს ჩაანაცვლებს.“-აცხადებს ჩიქოვანი.


მისი განმარტებით, მეორე ქარხნის მშენებლობაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ამჟამად მშენებარე ახალი ქარხანა შევა ექსპლუატაციაში და ტესტირებას გაივლის. საუბარია, მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობასა და ღურღუმელაზე ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციაზე.


ჩიქოვანის განცხადებით,მშენებარე ქარხნის მშენებლობა გაწერილი გეგმის მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, დღეს არსებული ტემპის გათვალისწინებით, ახალი ქარხანა შესაძლოა, 2018 წლის სექტემბრისთვის ამოქმედდეს. „აპრილში ველოდებით პირველ დანადგარებს, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები აქ ყოველდღიურ რეჟიმში მიდის“-აცხადებს ჩიქოვანი.


მისი განცხადებით, ქარხნის წარმადობა საათში 200 ტონა ნედლეულის გადამუშავება იქნება. რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს, ჩიქოვანის განცხადებით, პირველ რიგში, ადგილობივი ბაზარი დაკმაყოფილდება, შემდეგ კი შესაძლოა, ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებაც.


„საკმაოდ გაზრდილია ადგილობრივი მოხმარება. იანვარში ექსპორტი ჩინეთში განვახორციელეთ“-აცხადებს ჩიქოვანი.



„ჯორჯიან მანგანეზმა“ ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 22 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება. ქარხანაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება. ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს.


დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყვირილაში, რაც იწვევს მის დაბინძურებას. ხსენებული პრობლემის გადაჭრა ხდება ახალი ქარხნის მშენებლობით, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.


გარდა ამისა, ახალი ქარხანა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მადანი კარიერიდან უდანაკარგოდ მოიპოვოს (90%-იანი მოპოვება). შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს. განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.


ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2017 წლის სექტემბერში ჩაეყარა 2018 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება. 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად, ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.


ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 14 პუნქტიანი, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და შლამსაცავის მოწყობა აღნიშნული გეგმის შემადგენელი ნაწილია.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up