ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

access_time2019-10-05 11:25:07

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.

„ჭიათურის მოსახლეობა დიდი ხანია, ელოდება ამ პროექტის დასრულებას. სამუშაოები ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანია POMA-მ უზრუნველყო. პროექტის განხორციელებისას იყო სირთულეები, როგორც კონტრაქტორთან, ასევე სუბკონტრაქტორთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ბაგირების გაჭიმვა. აღნიშნულ პროცესში უკვე ჩართულია ფრანგული კომპანია „ტექ-კაბელი“ და სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ვვარაუდობთ“, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.



1tv


თეგები:
ჭიათურა



„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up