ჭიათურაში მაღაროელის დღე აღინიშნა

ჭიათურაში მაღაროელის დღე აღინიშნა

access_time2022-09-30 16:07:23

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა გუნდმა ჭიათურაში მაღაროელები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა. მაღაროელებს, კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.


„მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად შევიკრიბოთ და საზეიმოდ აღვნიშნოთ ეს დღე, გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი პატივისცემა და კიდევ ერთხელ დავგიდასტუროთ, თუ რამდენად ვაფასებთ თქვენს ურთულეს შრომას. მაღაროელის დღე, გვაძლევს საშუალებას სახალხოდ გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება, იმისათვის, რომ ასე ღირსეულად ემსახურებით ასეთ მნიშვნელოვან და ტრადიციულ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში,“ განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


„პირადად მე, ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მაღაროელობა მოითხოვს დიდ გამბედაობას, ვაჟკაცობას და შრომისმოყვარეობას. ეს ის თვისებებია, რომლებსაც თითოეულ თქვენგანში ვხედავ და რომელიც უდიდეს პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს.“


„ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ მადლობა უთხრა თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვისა და ნდობისთვის.



„მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, თქვენი გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, რომ მჯეროდეს -  ერთად აუცილებლად შევძლებთ ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, რომლებიც საბოლოოდ ჩვენს საერთო ინტერესებს ემსახურება.“


მარიამ ქუთათელაძის თქმით, თითოეული მაღაროელი კეთილსინდისიერი შრომით არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურებიან. „სწორედ თითოეული თქვენგანის შრომის შედეგია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არაერთ მასშტაბურ სოციალურ პროექტს ახორციელებს ჭიათურაში, რაც დარწმუნებული ვარ, მთლიანად ამ რეგიონის განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრების წინაპირობა გახდება.“


მაღაროელთა პროფესიული დღე „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით 2019 წლიდან აღინიშნება.


(R)



თეგები:
ჭიათურა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up