ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, „თემობა 2020

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, „თემობა 2020" გაიმართა

access_time2020-08-10 18:54:28

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში უძველესი საერთო სახალხო დღესასწაული „თემობა 2020“ გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მე-7 წელია რაც იმართება. 


ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.


ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე დოღში შეჯიბრით დაიწყო, სოფელ ტყემლოვანაში საცირკო წარმოდგენით გაგრძელდა და დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდა.


„თემობის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, დოღში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი ადგილი ვაჟა მაჭარაშვილს ერგო (500 ლარი), მეორე ადგილი - ირაკლი ბოყოველი (300 ლარი), მესამე - ოთარ ჩიტაძე (200 ლარი).
გალა-კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართა. მაყურებლების წინაშე წარსდგნენ ირმა სოხაძე, დავით არჩვაძე, კვარტეტი „ჭიათურა“, ბექა წულაია და ანსამბლი „იბერია“, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია და სხვა ცნობილი მომღერლები.


ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დოღში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.


საღამოზე არაერთხელ აღინიშნა, რომ თემობის დღესასწაულის აღდგენაში დიდი წვლილი „ჯორჯიან მანგანეზს“ მიუძღვის, რომელმაც თემობის უძველესი ტრადიცია აღადგინა და დაამკვიდრა.



გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


„თემობის” ისტორიიდან: ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული „თემობა” მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით.


აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.










დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up