ჩეხური ლუდის ფესტივალი გუშინ გაიხსნა. ჩეხური ლუდის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნამდვილი, იმპორტირებული ჩეხური ლუდი პილსნერ ურქველი.
პილსნერ ურქველი შეიქმნა 1842 წელს პლზენში, დასავლეთ ბოჰემიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითვლება ისტორიულად პირველი ლაგერის ტიპის ლუდად.
ეს დახვეწილი, გამაგრილებელი ოქროსფერი ლაგერი დამზადებულია ადგილობრივი ინგრედიენტებით: ტკბილი მორავიული ქერით, ოდნავ მწარე სააზის სვიით, მსუბუქი პლზენის წყლით. მზადდება ქვედა ტიპის დუღილით საფუართან ერთად.
ლუდს დაერქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც შეიქმნა და დღესაც იხარშება (პლზენი).
ბოლო 178 წლის განმავლობაში, პილსნერის სტილის ლაგერი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი. მსოფლიოში წარმოებული 10 ლუდიდან შვიდი ამ ინოვაციას ეფუძნება. ბევრი პილსნერის სტილის ლუდი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ერთი არის ორიგინალი.
(R)