ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში 12 მარტიდან დაწყებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა.
ქვეყანაში ძალაში მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა დარჩება. მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება აკრძალვა 100-ზე მეტი ადამიანის თავშეყრასთან დაკავშირებით. რესტორნებს მხოლოდ ღია სივრცეში ფუნქციონირების უფლება ექნებათ, ხოლო ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული გამკაცრებული კონტროლი ძალაში დარჩება.
ჩეხეთი ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-თან გამკლავების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ 8 475 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 298-ს აღწევს.
1tv.ge