ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან ჩეხეთი თავის საზღვრებს 14 უსაფრთხო ქვეყნიდან მხოლოდ 8-ს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Schengen Visa Info ავრცელებს.
კერძოდ, 1-ლი ივლისიდან ჩეხეთში შესვლას ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, სერბეთის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მოქალაქეები შეძლებენ.
რაც შეეხება საქართველოს, ალჟირის, მაროკოს, რუანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს, ისინი ჩეხეთში შესვლას სულ მცირე 15 ივლისამდე ვერ შეძლებენ, ვინაიდან ოფიციალური პრაღა გადაწყვეტილებას მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გადახედავს.
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა იმ უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.
imedinews.ge