ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემს

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემს

access_time2022-09-23 09:30:00

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.


„მესმის, რომ რუსები პუტინის გადაწყვეტილებისგან გარბიან. მაგრამ ისინი, ვინც ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ არ სურთ მოვალეობის შესრულება, რომელიც მათმა მთავრობამ დააწესა, არ პასუხობენ ჰუმანიტარული ვიზის მიღების პირობებს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა-არშესვლის საკითხს ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ლიეტუვამ და ესტონეთმა უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემენ.



პირველი არხი




თეგები:
ჩეხეთი



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up