Chevrolet-ს ხელმისაწვდომი ელექტრო სედანი გაყიდვაში 2025 წლიდან გამოვა. ელექტრომობილის სიმძლავრის რეზერვი ერთ დატენაზე მინიმუმ 400 კმ. იქნება.
შანხაიში, GM Tech Day შოუზე, ახალი Chevrolet FNR-XE წარადგინეს. კონცეპტუალური მანქანა იაფი D-კლასის ელექტრო სედანის წინამორბედია. ამის შესახებ Autohome-ი იტყობინება.
Chevrolet FNR-XE ელექტრომობილი ზომით Tesla Model 3-თანაა შედარებული. მანქანას გაფართოებული ფარები და წინა და უკანა სახურავის სვეტების დახრილობის დიდი კუთხეები აქვს. თხელი LED ფარები და ფარნები მანათობელი ზოლებითაა დაკავშირებული.
ინტერიერში ყურადღებას საჭე და წინა პანელის მთელ სიგანეზე დიდი ეკრანი იპყრობს. სპორტული სავარძლები წინა რიგშია.
სერიული Chevrolet FNR-XE 2024 წელს იქნება მზად, მისი გაყიდვები კი 2025 წლიდან დაიწყება. ცნობილია, რომ მოდელი შედარებით ხელმისაწვდომი იქნება და, როგორც General Motors-ის ელექტრომობილების უმეტესობა, Ultium პლატფორმაზე აშენდება.
სავარაუდოდ ელექტრომობილს 210 ცხენის ძალის ძრავა ექნება. Ultium არქიტექტურაზე დაფუძნებული ელექტრო მანქანების დიაპაზონი დაახლოებით 400-500 კმ-ია. აქედან გამომდინარე, არც ახალი სედანის სიმძლავრის რეზერვი უნდა იყოს ამაზე ნაკლები.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა