ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ტყის ხანძრების ქრობა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროცესში 213 მეხანძრე, ტექნიკის 83 ერთეული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენია ჩართული.
ღია ცეცხლი არსად ჩანს, თუმცა ბალახის ფუჟვის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის ზონაში რადიაციული ფონი სტაბილურია, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება.
ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა. 9 აპრილს პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა.
Imedinews