ჩერნობილის ზონაში გაჩენილი ტყის ხანძარი უკვე 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაქტიური ტყის 20 ჰექტარი იწვის. ადგილზე 90-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ვიღაცამ ტყეში ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ის ხეებზე გავრცელდა. ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმას აღემატება.
ხანძარი ჩერნობილში 4 აპრილს გაჩნდა.
Imedinews