ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია - ივანე მაჭავარიანი

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია - ივანე მაჭავარიანი

access_time2020-12-21 19:00:00

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, რადგან ესაა ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ვიმყოფებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ეს არის სივრცე, სადაც არსებობს ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის რესურსი. მისი განცხადებით, მსგავსი რეფორმები დღეს აუცილებელი და გარდაუვალია იმ გლობალურ კრიზისზე საპასუხოდ, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშია.


„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან ერთად, პარლამენტმაც დაინახა, ეს პოტენციალი და რომ საჭიროა განვახორციელოთ სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა,“ - აღნიშნა მან.



ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ისაუბრა კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლიბერალური კანონმდებლობა და რომ ახლა, აუცილებელია ბაზარზე გაჩნდნენ ერთი მხრივ საკმარისი რაოდენობის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და პარტნიორების მოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორები.


„თუმცა, ინვესტორებზე უფრო მნიშვნელოვანია, იყვნენ ის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, პარტნიორის ან კრედიტორის მოიზიდავს. ისინი უნდა იყვნენ გამართული, თორემ ინვესტორების პრობლემა რეალურად არ არის. ჩვენ, როდესაც ვუშვებთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ვხედავთ, რომ უცხოელებისგან არის მოთხოვნა. ამ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვიცნობთ და რომ დაახვედროთ სხვა, გამართული ფასიანი ქაღალდები, ისინი ასევე სიამოვნებით შევიდოდნენ ამ ბაზარზეც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული აქვს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა OECD-ის საუკეთესო პრაქტიკებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი, რაც არის სხვადასხვა სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოებში, მაქსიმალურად ამოვწიოთ ზემოთ, განვავითაროთ და სახელმწიფო საწარმოები გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up