“ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” - ზურაბ ჯაფარიძე

“ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” - ზურაბ ჯაფარიძე

access_time2020-11-29 23:31:14

გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, "რეფორმერი ფიტნესის" ტერიტორია დატოვონ.

როგორც ჯაფარიძემ პოლიციელებს განუცხადა, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“, - მიმართა ჯაფარიძემ სამართალდამცველებს.

ცნობისთვის, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.


ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში დღეს განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.





ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...


მსგავსი სიახლეები

up