ჩემი ხმა არაფერს ცვლის — 10 შემთხვევა, როცა არჩევნების შედეგი 1-მა ხმამ გადაწყვიტა

ჩემი ხმა არაფერს ცვლის — 10 შემთხვევა, როცა არჩევნების შედეგი 1-მა ხმამ გადაწყვიტა

access_time2020-10-31 14:00:39

რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე? — შეკითხვის პასუხად უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში უფრო გავრცელებულ პესიმისტურ ნარატივს შევეხებით — ჩემი ხმა მაინც არაფერს ცვლის. ნურას უკაცრავად! ფრაზა ყოველი ხმა მნიშვნელოვანია მხოლოდ წინასაარჩევნო მოწოდება არაა და ბუტაფორულ მნიშვნელობას არ ატარებს.

 

საქართველოში არაერთი მიზეზი გვაქვს არჩევნებზე მისასვლელად და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მოსახდელად, თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენი ხმა ცვლის. ცვლის იმ რეალობას, სადაც ვცხოვრობთ, ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და მომავალს. სხვა თუ არაფერი, თომას ჯეფერსონის პრეზიდენტობა სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა, თუმცა ქვემოთ კიდევ 10 შემთხვევას წარმოგიდგენთ, როცა რიგითი ამომრჩეველი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ სწორედ მისი ხმა აღმოჩნდებოდა გადამწყვეტი.


1. ვირჯინიის დელეგატთა პალატის 2017 წლის არჩევნები



2017 წლის 19 დეკემბერს, სამშაბათს, დემოკრატიული პარტიის წევრმა შელი საიმონდსმა ვირჯინიის დელეგატთა პალატაში ადგილი კონკურენტზე მხოლოდ ერთით მეტი ხმით მოიპოვა. თუმცა მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საიმონდსს სკამის რესპუბლიკელი ოპონენტისთვის დათმობა მოუწია.



2. 1910 წლის არჩევნები ნიუ-იორკის 36-ე საკონგრესო უბანზე




აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები უფრო ხშირად იმართება (ორ წელიწადში ერთხელ) და უფრო მეტი რაოდენობის ადგილით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფედერალური არჩევადი ორგანოსი ქვეყანაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ნიშანდობლივია, როცა ასეთ შემთხვევაში შედეგს ერთი ხმა წყვეტს.

 

1910 წელს, ბუფალოში, ნიუ-იორკის საკონგრესო უბანზე, დემოკრატმა ჩარლზ ბ. სმითმა თანამდებობაზე მყოფი დე ალვა ალექსანდერი მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა — მან 20 685 ხმა მიიღო, ალექსანდერმა კი — 20 684.


3. 1910 წლის არჩევნები ექსეტერის ოლქზე, გაერთიანებულ სამეფოში



გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებშიც მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ერთი ამომრჩევლის ხმამ გადაწყვიტა შედეგი და ისიც 1910 წელს, როდესაც კონსერვატორმა ჰენრი დიუკმა ლიბერალური პარტიის წევრი ჰეროლდ სენტ მორი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის ქალაქ ექსეტერის ოლქზე დაამარცხა. სენტ მორი თავდაპირველი შედეგებით, არჩევნების გამარჯვებული იყო, თუმცა ამომრჩევლების პეტიციის და სხვადასხვა ცვლილების შემდეგ დიუკმა თემთა პალატაში ადგილი ხმათა რაოდენობაში უმცირესი სხვაობით მოიპოვა — 4 777 ხმა 4 776-ის წინააღმდეგ.

 

4. მასაჩუსეტსის 1839 წლის საგუბერნატორო არჩევნები

 



დემოკრატიული პარტიის წევრმა ირონიული მეტსახელით — მეწყერი — მარკუს მორტონმა 1839 წლის მასაჩუსეტსის საგუბერნატორო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთი ხმით შეძლო. მან 102 066 ამომრჩევლიდან 51 035 ხმა მოიპოვა და თავიდან აიცილა გადაწყვეტილების მინდობა მმართველის პარტიის მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოსთვის, სადაც იგი დამარცხებისთვის იქნებოდა განწირული. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს იგი არჩევნებში მაინც დამარცხდა (იმ პერიოდში მასაჩუსეტსის საგუბერნატორო არჩევნები ყოველწლიურად ტარდებოდა), თანამდებობას კვლავ დაუბრუნდა 1842 წელს, როცა ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და მორტონის ბედი ისევ ერთმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა.

 

5. რაჯასტანის ასამბლეის 2008 წლის არჩევნები

 


 

2008 წელს, ინდოელი პოლიტიკოსის, სახელად ს. პ. ჯოშის, ბედის ბორბალი უკუღმა მხოლოდ ერთმა ხმამ დაატრიალა, როცა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატ რაჯასტანის ასამბლეის არჩევნების ფინალში ოპონენტმა სინხ ჩოუჰანმა 62 216 ხმა მიიღო, ჯოშიმ კი მხოლოდ 62 215. გავრცელებული ცნობით, არჩევნებზე ჯოშის ცოლი, დედა და მძღოლი არ მისულან. სამაგიეროდ, ჩოუჰანის ცოლს არ დაზარებია ქმრის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანზე მისვლა.

 

6. 1961 წლის საყოველთაო არჩევნები ზანზიბარში

 


 

ზანზიბარის 1961 წლის არჩევნები იმ დროისთვის გინესის წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე მინიმალური სხვაობის შედეგის მქონე არჩევნები. 1961 წლის იანვარში, ხმის მიცემის დღეს აფროშირაზულმა პარტიამ 22 ადგილიდან 10 დაიმსახურა, მეორე ადგილზე მყოფმა ნაციონალისტურმა პარტიამ — 9. მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთ რაიონში აფროშირაზულმა პარტიამ 1 538 ხმა მიიღო, ნაციონალისტურმა ძალამ კი 1 537 ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

 

7. კარინტიის საკანონმდებლო ორგანოს 2013 წლის არჩევნები

 


 

რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, 2013 წელს, ავსტრიის პროვინცია კარინტიის არჩევნების შედეგები იმ ბიულეტენმა გადაწყვიტა, რომელზეც პენისი ეხატა. ბიულეტენზე ორი სვეტი იყო — ერთი კანდიდატების რეიტინგის დასალაგებლად, მეორე კი ხმის დასაფიქსირებლად. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეიტინგის გრაფაში პენისი დახატა, ხმის დასაფიქსირებელ ნაწილში კი თოლიის ნიშანი. სასქესო ორგანო მწვანეთა პარტიის გასწვრივ გრაფაში ეხატა, შესაბამისად, მათ ხმა ჩაეთვალათ. შემდგომში თავიდან აიცილეს ფრე პარტია ავსტრიის მომავლის ალიანსთან და საბოლოოდ, საკანომდებლო ორგანოში ადგილიც მიიღეს.

 

8. ირლანდიის 2002 წლის საყოველთაო არჩევნები

 

 

მესამე ვადისთვის მოქმედი პარლამენტარები, დენ ნევილი და მისი კოლეგა, მაიკლ ფინაკეინი, იბრძოდნენ. თავდაპირველი შედეგებით ნევილმა გამარჯვება დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ფინაკეინმა ხმების თავიდან დათვლა მოითხოვა. როცა იგი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხმის ხელახალი დათვლის პროცესი შეაჩერა და ამგვარად ნევილმა მხოლოდ ერთი ხმით მეტით მიიღო.

 

შედეგებით კმაყოფილი ვარ და ვაღიარებ. ეს დემოკრატიაა და დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი ადამიანი ნანობს, რომ არ მოვიდა არჩევნებზე და მხარი არ დამიჭირა, — განაცხადა ფინაკეინმა ბოლოს.

 

9. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 1822 წლის არჩევნები ნიუ-იორკის 29-ე უბანზე

 

არჩევნების შედეგები თავდაპირველად საპირისპიროზე მიუთითებდა — აიზეკ უილსონს 2 093 ხმა ჰქონდა მიღებული, პარმენიო ადამსს კი — 2 077. ხელმეორე დათვლის შედეგად სიტუაცია შეიცვალა და კონკურენტებს ადგილების გაცვლა მოუწიათ: ამჯერად ადამსმა 2 072 ხმა მიიღო, მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით დაამარცხა და თანამდებობის დაკავება შეძლო.

 

10. ვაშინგტონის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები 2002 წელს 26-ე უბანზე


 


მრავალწლიანი მეგობრობა ზოგჯერ, შესაძლოა, ისეთმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა ქმედებამ დაარღვიოს, როგორიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დავიწყებაა.

 

2002 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ვაშინგტონის 26-ე უბანზე ედ მიჩელმა კევინ ენცე მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა — 5 870 ხმა 5 869-ის წინააღმდეგ. შედეგების გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ენცეს ერთ-ერთმა მეგობარმა ბიულეტენი არ გაგზავნა.

 

თავისი ბიულეტენი სამზარეულოს განჯინაზე დატოვა და არ გაუგზავნია, — აღიარა ენცემ და ხასიათწაშლილმა გაიფიქრა, ცუდ მეგობარს კარგი მტერი გერჩიოსო.

 

ბონუსი: აშშ-ის 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 


ჯონ კენედის ერთი ხმით ნამდვილად არ მოუგია, თუმცა სხვაობა მაინც ძალიან მცირე იყო — კენედიმ ხმების 49,7 პროცენტი მიიღო, მისმა მეტოქემ რესპუბლიკური პარტიიდან, რიჩარდ ნიქსონმა კი — 49,6 პროცენტი.


წყარო: on.ge 

თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up