გიორგი კალანდია-„ჩემი თვალით რომ არ მენახა მშენებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი, თუმცა მშენბლობაზე მეტად უფრო მეტად შინაარსი მომწონს“

გიორგი კალანდია-„ჩემი თვალით რომ არ მენახა მშენებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი, თუმცა მშენბლობაზე მეტად უფრო მეტად შინაარსი მომწონს“

access_time2019-09-20 12:54:21

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  „თეთრი შურით შემშურდა და კიდე უფრო გული დამწყდა რომ ახალგაზრდა არა ვარ, რომ ვიყო ამ უნივერსიტეტში ნამდვილად ვისწავლიდი, აღმაშენებლის დაარსებულ გელათს მემატიანე მეორე ათინას და სხვა იერუსალიმს უწოდებს, იმიტომ რომ სწავლა სინათლეა, მომავალია და განუზომელი პერსპექტივაა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებაში უნდა ჩადოს! ვფიქრობ ამ შემთხვევაში პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, რადგან ის რაც შენდება და მალე დასასრულს მიუახლოვდება მხოლოდ საქართველოს მომავალს წაადგება, მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წასწევს წინ! აფერუმ ამ დიდი საქმისთვის, სიმბოლურია ქუთაისთან ახლოს იქ სადაც ოდესღაც ყველაზე სახელოვანი და ძლიერი ქართული აკადემია მოქმედებდა ამ უნივერსიტეტის ამოქმედება! ჩემი თვალით რომ არ მენახა მშნებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი, თუმცა მშენბლობაზე მეტად უფრო მეტად შინაარსი მომწონს, აქ იქნება ამაჩქარებელი, აქ მიუნჰენის უნივერსიტეტსი პროფესორები ასწავლიან ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას, ამ ტერიტორიაზე იმოქმედებს საუნივერსიტეტო კლინიკა, სწავლა იქნება ინგლისურ ენაზე!



აქ იქნება მსოფლიოში ყველაზე მწვანე კამპუსი, აქაურ სტუდენტებს ექნებათ ყველაზე კომფორტული საერთო საცხოვრებელი ინდივიდუალური აბაზანებითა და სამზარეულოებით, მეტი რაღა უნდა ჩვენს მომავალ თაობას, ახლა ახალგზარდობას მხოლოდ სწავლა და ცოდნასთან ზიარება დარჩენია...“-წერს კალანდია. 


„კომერსანტი“




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...


მსგავსი სიახლეები

up